mobliurebi
mobliurebi

10 საკვები შარდმჟავას კრისტალების დასაშლელად და პოდაგრის მოსაშორებლად! ასევე მოგაშორებთ თირკმლის ქვების და სახსრების ტკივილს!

უბრალოდ დაამატეთ ისინი თქვენი კვების რაციონში და უმოკლეს დროში ნახავთ შედეგს!

ჩვენი სხეული დაპროგრამებულია შარდმჟავას მოსაშორებლად. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ თუ მჟავა დიდი რაოდენობით იწარმოება, მაშინ ეს იწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის განვითარებას, როგორებიცაა: თირკმლის ქვები, სახსრების ტკივილი, პოდაგრა და სხვა.

როდესაც ჩვენ რეგულარულად მივირთმევთ დიდი რაოდენობით ცხოველურ პროტეინს, ჩვენი ორგანიზმი ქმნის ნივთიერებას, რომელსაც პურინი ჰქვია და რომელიც ქმნის შარდმჟავას კრისტალებს.

უარეს შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზმი გადადის ჰიპერურიკემიაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განვიცადოთ:

  • მეტაბოლური აციდოზი
  • კანის პრობლემები
  • სახსრების ტკივილი
  • თირკმლის დაავადება და თირკმლის ქვები
  • ლეიკემია
  • შაქრიანი დიაბეტი
  • პოდაგრა

საბედნიეროდ, არსებობს საკვები, რომელიც გვეხმარება შარდმჟავასთან ბრძოლაში! გთავაზობთ 10 ყველაზე ეფექტურს საკვებს, რომლებიც რეგულარულად უნდა მიირთვათ, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ აღნიშნული პრობლემები და გართულებები!

1. ბროკოლი და კიტრი

ამ ბოსტნეულს შეუძლია შეამციროს შარდმჟავას გამომუშავება და კრისტალების წარმოქმნა. ისინი ჩვეულებრივ წარმოიქმნება ჩვენი სახსრების გარშემო, რაც იწვევს ტკივილს და სახსრის დეფორმაციას.

2. ბანანი

ბანანი მდიდარია კალიუმით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში შარდმჟავას დონის შესამცირებლად.

3. სტაფილო

თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ შარდმჟავას დაგროვება უმი სტაფილოების რეგულარული მოხმარებით და ასევე გააუმჯობესოთ თქვენი საერთო ჯანმრთელობა.

4. ალუბალი

ამ გემრიელ კენკრას შეუძლია შარდმჟავას დონის ნორმალიზება. რადგან ის შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ანტოციანინი ჰქვია. გარდა ამისა, ის ხელს უშლის კრისტალების წარმოქმნას ჩვენი სახსრების ირგვლივ.

5. წყალი

წყლის მოხმარებით, თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ შეამციროთ შარდმჟავას დონე, არამედ ორგანიზმიდან გამოდევნოთ ნარჩენები და ტოქსინები.

6. ნიახური

ნიახურის ხშირი მოხმარებით თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ შარდმჟავით გამოწვეული მეტი გართულება, ასევე შეამციროთ მისი დონე.

7. ვაშლი

თქვენი ორგანიზმის დეტოქსიკაცია შეგიძლიათ ვაშლის რეგულარული მოხმარებით. ის ასევე ხელს უწყობს ჭარბი შარდმჟავას მოცილებას.

8. ლიმონი

შარდმჟავას მოსაცილებლად და ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ლიმონიანი წყლის რეგულარულად დალევა დაგეხმარებათ. ყოველთვის დალიეთ ლიმონიანი წყალი ყოველი ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ.

9. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის დალევა ამცირებს პოდაგრის განვითარების რისკს და ასევე ებრძვის ჰიპერურიკემიას. რეკომენდებულია ყოველდღიურად 1-2 ჭიქა მწვანე ჩაის დალევა.

10. უმი ხახვი

თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ორგანიზმში შარდმჟავას ჭარბი რაოდენობა, თუ მიირთვით უმი ხახვის სალათი მხოლოდ ლიმონის წვენით და ცოტა ზეითუნის ან სელის ზეთით.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება