როგორ გავათეთროთ გაყვითლებული მინანქარი და მოვიშოროთ ქვა ადვილად?!

ამ მეთოდით კვირაში მხოლოდ 2 გაწმენდა გჭირდებათ, რომ 14 დღეში საოცარი შედეგი მიიღოთ!

თოვლივით თეთრი ღიმილი და ძლიერი ჯანსაღი კბილები ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა. მაგრამ ძალიან ხშირად, არაბალანსირებული კვების, ცუდი ჩვევების, წამლების მოხმარების და ასევე გენეტიკური მიდრეკილება ხელს გვიშლის ამ ეფექტრის მიღებაში.

ყველაზე გავრცელებული პრობლემაა კბილის ქვა, ასევე მინანქრის სიყვითლე. სხვათა შორის, კბილის ქვის წარმოქმნამდე კბილები იძენს სწორედ მოყვითალო ელფერს. ეს არის ბაქტერიების დაგროვების ნიშანი, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს გინგივიტი, ყელის ინფექციები და ა.შ.

kbilebis gatetreba

სახლში კბილის გათეთრების მიზნით, სცადეთ ეს ეფექტური, ეკონომიური მეთოდი!

დაგჭირდებათ:

  • მარილი – 0,5 ჩაის კოვზი;
  • საკვები სოდა – 1 ჩაის კოვზი;
  • წყალბადის ზეჟანგი;
  • წყალი;

რა უნდა გაკეთდეს?

  1. შეურიეთ საკვები სოდა და მარილი.
  2. დაასველეთ კბილის ჯაგრისი წყალში, შემდეგ ჩაყარეთ მომზადებულ ფხვნილში და გაიხეხეთ კბილები ხუთი წუთის განმავლობაში.
  3. შეუთავსეთ წყალბადის ზეჟანგი და წყალი თანაბარი პროპორციით და გამოივლეთ პირის ღრუში ეს სითხე ერთი წუთის განმავლობაში.
  4. შემდეგ გამოივლეთ პირში გრილი წყალი.
  5. ბოლოს გაიწმინდეთ კბილები კბილის ძაფით და გამოირეცხეთ პირის ღრუს სავლებით.
  6. კვლავ ჩამოიბანეთ პირი ჩვეულებრივი წყლით.

არ დაგავიწყდეთ პროცედურის გამეორება დაახლოებით სამ დღეში ერთხელ, ორ კვირაში კი კბილები შესამჩნევად გაგინათდებათ და ქვებიც გაქრება!ამ რეცეპტთან დაკავშირებით რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაცია.

სხვათა შორის, კბილის ქვაბის მოსაშორებლად ამ მეთოდის გამოყენების მიუხედავად, სტომატოლოგთან ვიზიტი მაინც კარგი იდეაა! შეეცადეთ ეწვიოთ ხოლმე სტომატოლოგს ყოველ ექვს თვეში ერთხელ!

Facebook კომენტარები