mobliurebi
mobliurebi

წარმოუდგენელიa რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ჯანჯაფილს 1 თვის განმავლობაში ყოველდღე მიირთმევთ!

რა იქნებოდა აზიური სამზარეულო ჯანჯაფილის ციტრუსოვანი არომატისა და ცეცხლოვანი სიცხარის გარეშე? თუმცა ის არა მხოლოდ სანელებელი, არამედ საუკეთესო მკურნალიცაა.

ტრადიციულ აიურვედულ მედიცინაში ჯანჯაფილს მოიხსენიებენ, როგორც "ბუნებრივი წამლების დედას" ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებლობის გამო.

ინდოეთში მას ყოველდღიურად იყენებენ, რადგან ჯანჯაფილით გაჟღენთილი ჩაი ძლიერი საშუალებაა გაციებისა და გრიპის დროს.

janjafili

აქ არის მისი რამოდენიმე სამკურნალო ძალა:

  • მიირთვით ჯანჯაფილი ჭამის წინ, რათა მადა გაგიძლიეროთ და საჭმლის მომნელებელი წვენები გაააქტიუროთ.
  • ამშვიდებს კრუნჩხვებს და კუჭის ტკივილს.
  • ამცირებს მეტეორიზმი.
  • კურნავს გულისრევას.
  • აუმჯობესებს ორგანიზმში აუცილებელი საკვები ნივთიერებების შეწოვას.
  • მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ამშვიდებს სახსრებისა და კუნთების ტკივილს.
  • ეფექტურად წმენდს სინუსებს და ორგანიზმის „მიკროცირკულატორულ არხებს“.
  • გეხმარებათ პოსტოპერაციული გულისრევის შემცირებაში.
  • მას აქვს აფროდიზიაკური თვისებები.
  • ყელისა და ცხვირის ანთების მოხსნაში დაგეხმარებათ.

ჯანჯაფილი შეგიძლიათ დაამატოთ მრავალფეროვან საკვებსა და სასმელს, ჩვენ კი გთავაზობთ სამ გემრიელ ვარიანტს:

  1. დაჭერით ჯანჯაფილის ფესვი და მოამზადეთ დამამშვიდებელი ჩაი.
  2. დაუმატეთ დესერტებს მათი გემოს გასამდიდრებლად და სამკურნალო თვისებების დასამატებლად.
  3. მოამზადეთ პიკანტური არომატიზირებული ჯანჯაფილის ბრინჯი ჯანჯაფილის, მწვანე წიწაკის, დაჭრილი ნივრის და ახალი კილანტროს ფოთლების დამატებით.

ისიამოვნეთ ჯანჯაფილის გემრიელი დანამატით დაიყავით ჯანმრთელნი!

გვერდითი მოვლენები:

ჯანჯაფილი იმ მცენარეთაგანია, რომლებიც სწორი დოზირების შემთხვევაში იშვიათად ავლენს გვერდით ეფექტს, თუმცა მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის მქონე ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის ტკივილი, გულძმარვა და დიარეა, რადგან კუჭის წვენის წარმოქმნას ააქტიურებს, თუმცა ზოგჯერ, პირიქით, ამ სიმპტომების ალაგებას უწყობს ხელს. მისი განსხვავებული მოქმედების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სასურველია მის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება