ეს 3 ინგრედიენტი დაგეხმარებათ ჯანსაღი თმა გაიზარდოთ !

რა იცით ჯანჯაფილის ჯანმრთელობის სასარგებლო თვისებების შესახებ? ეს სურნელოვანი სანელებელი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ეფექტური წამალი. საიდუმლო არ არის, რომ ცხელი ჩაი ლიმონით და ჯანჯაფილით კარგია ცივ სეზონზე. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ჯანჯაფილის ფესვს შეუძლია თმის ზრდის აღდგენა და თან შესამჩნევად სწრაფად.

მილიონობით ინდოელი ქალი უძველესი დროიდან ამზადებდა ჯანჯაფილის ფესვის თმის ნიღბებს. გთავაზობთ მიი საოცარი ნიღბის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ გახადოთ თმა სქელი და ძლიერი. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ 3 მარტივი ინგრედიენტი!

ჯანჯაფილის ნიღაბი თმის ზრდისთვის

janjafilis nigabi tmistvis

საჭირო კომპონენტები:

  • ჯანჯაფილის ფესვი (ნაჭერი დაახლოებით 3 სმ);
  • 1 ს.კ თაფლი;
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

ნიღბის რეცეპტი:

  1. ჯანჯაფილის ნაჭერს წვრილ სახეხზე ხეხავთ.
  2. გახეხილი ჯანჯაფილი, თაფლი და ზეითუნის ზეთი ერთმანეთში აურიეთ.
  3. წაისვით ნიღაბი შამპუნით დაბანისთანავე და გაიჩერეთ 40 წუთი.
  4. დროის გასვლის შემდეგ კი ჩაიმოიბანეთ კვლავ თმა შამპუნის ერთხელ გამოყენებით.

ეს პროცედურა საკმარისია ჩაიტაროთ კვირაში ერთხელ. სულ რაღაც ერთ თვეში პირველი შედეგი შესამჩნევი იქნება: თმა უფრო მორჩილი, ბზინვარე და სქელი გახდება, რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კი უფრო სწრაფად გაიზრდება!

უთხარით თქვენს მეგობრებს, თუ როგორ შეგიძლიათ სწრაფად გაიზარდოთ თმა სახლში ხელნაკეთი საშუალებით! აცნობეთ მათაც ამის შესახებ!

Facebook კომენტარები