mobliurebi
mobliurebi

ჯანჯაფილი მრავალმხრივ გამოყენებადი მცენარეა, რომელიც კურნავს უმარავ დაავადებას!

ჯანჯაფილი შედის სამკურნალო პროდუქტების კატეგორიაში, რომელიც ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სანელებლად. ეს ტკბილი და სურნელოვანი სანელებელი, მდიდარია ბუნებრივი ზეთებით (განსაკუთრებით ჯინჯეროლით), აქვს საოცარი სამკურნალო თვისებები.

ჯანჯაფილი დიდი ხანია ცნობილია როგორც ტრადიციულ, ასევე ალტერნატიულ მედიცინაში. ამ პროდუქტს ძირითადად საჭმლის მომნელებელი პრობლემებისა და გაციების მოსაგვარებლად იყენებდნენ.

ბოლო ათწლეულის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანჯაფილი ისეთივე ეფექტურია ან თუნდაც აღემატება ბევრ სინთეზურ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რადგან მას არ აქვს სერიოზული გვერდითი მოვლენები.

ჯანჯაფილის მთავარი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება - ჯინჯეროლი - პასუხისმგებელია პროდუქტის სამკურნალო თვისებების უმეტესობაზე.

  • მას აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები. ის ასევე ეფექტურია ღრძილების დაავადებებთან დაკავშირებული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს (როგორიცაა გინგივიტი და პერიოდონტიტი).
  • ეს ნივთიერება განსაკუთრებით ეფექტურია სახმელეთო ან საზღვაო მოგზაურობით გამოწვეული გულისრევის დროს. ჯანჯაფილი ასევე ხელს უწყობს გულისრევის განცდის გაქრობას და ხელს უშლის ღებინების რეფლექსს.
  • კვლევებმა აჩვენა, რომ 2 გრამი ჯანჯაფილი დღეში 11 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებს კუნთების ტკივილს. ჯანჯაფილი ნელა, მაგრამ ეფექტურად ამცირებს კუნთების ტკივილის პროგრესირებას.
  • მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო, ჯანჯაფილი სასარგებლოა მუხლის ტკივილის მქონე ადამიანებისთვის. ეს პროდუქტი ამცირებს ტკივილს და აღადგენს მობილურობას. ჯანჯაფილი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას გარედან დარიჩინთან და სეზამის ზეთთან ერთად.
  • ჯანჯაფილის ჭამა მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და აუმჯობესებს გულის მუშაობას. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2 გ ჯანჯაფილის ფხვნილი დღეში ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს 10-12%-ით 12 კვირის განმავლობაში.
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების თვალსაზრისით, ჯანჯაფილი ამ მაჩვენებელს 23%-ით ამცირებს. კვლევაში მონაწილეობდა ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე 85 ადამიანი. 3 გრ ჯანჯაფილის ფხვნილი საგრძნობლად ამცირებს მათ სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს.
  • ჯანჯაფილი რეკომენდირებულია საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემების (დისპეფსიის) დროს, რადგან ის აჩქარებს კუჭის დაცლას, რითაც ამცირებს კუჭის ტკივილს და დისკომფორტს.
  • ჯანჯაფილის კიდევ ერთი პოპულარული გამოყენება არის მენსტრუალური ტკივილი. 1 გრ ჯანჯაფილის ფხვნილი დღეში მენსტრუაციის პირველი 3 დღის განმავლობაში ხელს უწყობს ტკივილისა და კრუნჩხვების შემცირებას იბუპროფენისა და მეფენამის მჟავაზე (შედის ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებებში).
  • ჯანჯაფილი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხელს უშლის ტვინის დაბერებას და ალცჰეიმერის დაავადებას. 60 შუახნის ქალის კვლევაში ჯანჯაფილი აუმჯობესებდა შემეცნებას და სამუშაო მეხსიერებას.

ეს ეს სრული ჩამონათვალი არაა, ეს არის მხოლოდ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ მეტი ჯანჯაფილი!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება