mobliurebi
mobliurebi

ყველაზე სასარგებლო საუზმე, რომელიც გაწმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და დაგეხმარებათ დაიკლოთ 5 კგ-მდე!

ამ ჯანსაღი საუზმის ყოველდღიურად მირთმევით იგრძნობთ თავს ბევრად მსუბუქად, რადგან ის გამოდევნის ტოქსინებს და გაწმენდს ნაწლავებს, გააძლიერებს თქვენს ორგანიზმს,გააუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აღადგენს კანის ჯანმრთელობას, ეს თავის მხრივ კი ხელს შეუწყობს სილამაზის შენარჩუნებას.

ეს საუზმე ითვლება ყველაზე ჯანსაღად და ყველაზე სასარგებლოდ, რადგან ის ასევე დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში და წონის ნორმალიზებაშიც, დაახლოებით 3 -დან 5 კილოგრამამდე!

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. შვრიის ფაფა
  • 300 მლ უცხიმო იოგურტი
  • 3 ც. ქლიავი
  • 1/3 ჩ.კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ.კ წვრილად დაფქული სელის თესლი.

მომზადების მეთოდი:

ყურადღება! საუზმე უნდა მოამზადოთ არა დილით, არამედ საღამოს!

  1. ქლიავი მოხარშეთ 100 მლ მდუღარე წყალში, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთი.
  2. დაუმატეთ შვრიის ფაფას, დაფქული სელის თესლი და კაკაო უცხიმო იოგურტით.
  3. ქლიავის წყალი გადაწურეთ, დაელოდეთ სანამ გაცივდება და წვრილად დაჭერით.
  4. დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქლიავი და მზად არის!
  5. შედგით მაცივარში თავდახურულ მდგომარეობაში.

გამოყენება:

მიირთვით დილით რაიმეს მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. პირველი დღეები ცოტა უჩვეულო იქნება, მაგრამ შემდეგ ეს გრძნობა გაქრება და ერთ კვირაში შედეგს დაინახავთ!

შვრიის ფაფა ბევრისთვის საყვარელი დილის საუზმეა, რადგან ის არა მხოლოდ გემრიელი და ნოყიერი, არამედ ძალიან სასარგებლო პროდუქტია.

შვრია აწესრიგებს კუჭის ლორწოვან გარსს და აუმჯობესებს მის მოქმედებას. წონის ნორმალიზებისთვის რეკომენდებულია შვრიის მიღება 15 დღის მანძილზე. ამით ადამიანი შეკრულობასაც აღწევს თავს.

შვრია სხვადასხვა დანამატებით, როგორიცაა ქლიავის ჩირი, სელის თესლი და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები, ბერად სასარგებლო ხდება და მეტად უწყობს ხელს ორგანიზმისთვის სარგებლის მოტანას.

როდესაც კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება მოგვარებულია და ორგანიზმიდან ტოქსინების დიდი რაოდენობა გამოიდევნება, რა თქმა უნდა ეს კანის სიჯანსაღეზეც აისახება! ალბათ ყველას გაგვიგია, რომ სახის კანზე მხოლოდ გარეგანი მოვლა არაა საკმარისი და აუცილებელია ამას ხელი შინაგანი ზრუნვითაც შევუწყოთ.

ასე რომ, მოამზადეთ ეს მარტივი საუზმე ყოველდღიურად და იზრუნეთ საკუთარი თავის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!

გაუზიარეთ სტატია ახლობლებს და ისინი მადლობელი დაგრჩებიან!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება