mobliurebi
mobliurebi

უბრალოდ საკვები სოდის ჯადოსნური შამპუნი - თქვენი თმის სწრაფი ზრდისთვის!

თმა მართლაც დაუჯერებლად სწრაფად იზრდება!

ყველამ ვიცით საკვები სოდას მრავალი სარგებლობის შესახებ, რომ მისი სამკურნალო თვისებების წყალობით შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ საჭმლის მომზადებისა და დასუფთავებისთვის, არამედ მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობთ ამ სასარგებლო ინგრედიენტის შესახებ.

საკვები სოდა დაგეხმარებათ თქვენი თმის გაჯანსაღებაში და სკალპის საფუძვლიანად გასუფთავებაში, უკეთესად, ვიდრე ნებისმიერი კონდიციონერი ან შამპუნი, რაც მას ჯანსაღ ბზინვარებას მიანიჭებს მხოლოდ რამდენიმე გამოყენების შემდეგ. შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ჩვეულებრივი შამპუნის ნაცვლად და  გაოცებული დარჩებით.

იმის ნაცვლად, რომ თმა მავნე ქიმიკატების ზემოქმედებას მიაჩვიოთ, შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი შამპუნი და ისიამოვნოთ მისი სარგებლით.

soda tmistvis

რეცეპტი:

შეურიეთ საკვები სოდა წყალს 1:3 თანაფარდობით პატარა ბოთლში. შეგიძლიათ დოზის კორექტირება თმის სიგრძის მიხედვით, მაგალითად, მხრის სიგრძეზე გრძელი თმის შემთხვევაში შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი სოდა და 3-ჯერ მეტი წყალი.

წაისვით შამპუნი სველ ან მშრალ თმაზე, დაწყებული ფესვებიდან და მიიყვანეთ ბოლოებამდე. გაიჩერეთ 1-3 წუთი და ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ თბილი წყალი თმის დასაბანად.

შემდეგ ჩამოიბანეთ თმა ვაშლის ძმრით. შეურიეთ ვაშლის ძმარი და წყალი 1:4 თანაფარდობით, თუ სუნი არ მოგწონთ შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი. შემდეგ დახარეთ თავი უკან და დახუჭეთ თვალები, რათა თვალებში ძმარი არ მოხვდეს. წაისვით ძმარი მთელ თმაზე და ეს არის.

რამდენიმე პროცედურის შემდეგ დაინახავთ ჯანსაღ, ბზინვარე და ძლიერ თმას!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება