ჯანჯაფილის წყალი მოგიხსნით სახსრების ტკივილს, გააძლიერებს იმუნურ სისტემას და დაგეხმარებათ წელის ზომის შემცირებაში!

სასმელი ძალიან მარტივი მოსამზადებელია, მით უმეტეს, რომ ის მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება.

ხშირად, წონის დაკლება ბევრად უფრო ადვილია ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით. და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ბუნებრივ წარმოშობად ჯანჯაფილის წყალი ითვლება. ფაქტია, რომ მისი გამოყენება აჩქარებს წონის დაკლებას.

უფრო მეტიც, რიგი სხვა სასარგებლო თვისებების წყალობით, ჯანჯაფილის წყალი არა მხოლოდ წელზე ცხიმების წვას უწყობს ხელს, არამედ ებრძვის სხვადასხვა დაავადებებს. გეპატიჟებით მეტის გასაგებად.

ჯანჯაფილის სასარგებლო თვისებები:

აღსანიშნავია, რომ ამ სამკურნალო სასმელის მთავარი ინგრედიენტი ჯანჯაფილი უაღრესად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და სავსეა დიდი რაოდენობით სასარგებლო თვისებებით.

1. აძლიერებს იმუნურ სისტემას

ჯანჯაფილი ეხმარება ქრონიკულ დაავადებებს, ბაქტერიულ ინფექციებს, ხველას, გრიპს, გაციებას და ასევე ამცირებს ინსულტის რისკს.

2. ხელს უშლის გაციებას და გრიპს

მისი ძლიერი ამოსახველებელი და ანტიბიოტიკური თვისებები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები, გრიპი და ხველა.

3. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

ჯანჯაფილში მაგნიუმის და თუთიის მაღალი შემცველობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან, აქვეითებს ქოლესტერინს, ტემპერატურას და ხელს უშლის ჭარბ ოფლიანობას.

4. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას

ეს ძვირფასი ბალახი მკურნალობს მუცლის ტკივილს, ყაბზობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამცირებს ნაწლავებში გაზს.
აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას

ჯანჯაფილი აუმჯობესებს აუცილებელი საკვები ნივთიერებების შეწოვას კუჭის წვენის და პანკრეასის ფერმენტების გამომუშავების სტიმულირებით.

5. ამსუბუქებს სახსრების ტკივილს

ფესვის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას და სახსრების ანთების მკურნალობას.

როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის წყალი ?

jinjeri

  • ჯანჯაფილის ფესვის რამდენიმე თხელი ნაჭერი
  • 1,5 ლიტრი წყალი
  • 1 ლიმონის წვენი (სურვილისამებრ)

მომზადება:

  1. ადუღეთ წყალი და დაუმატეთ ჯანჯაფილის ნაჭრები,
  2. ადუღეთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან.
  3. სასმელი გააციეთ და დაამატეთ ლიმონი.

მიღებული წყალი დალიეთ ყოველ დღე, დღეში ორჯერ – დილით, საუზმის წინ და საღამოს სადილის წინ 20 წუთით ადრე.

ჯანჯაფილის წყლის სასარგებლო თვისებები:

  • ჰიპერტენზიისთვის – ჯანჯაფილის წყალი არეგულირებს არტერიულ წნევას და ხელს უშლის არტერიებში სისხლის შედედების წარმოქმნას.
  • არეგულირებს ქოლესტერინს
  • ებრძვის მაღალ ქოლესტერინს.
  • როგორც ძლიერი ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალება ის მკურნალობს ანთებას, სახსრების დაავადებებს და დაავადებებს, როგორიცაა რევმატიზმი ან ოსტეოართრიტი.
  • არის ძლიერი ანტიოქსიდანტი – ის ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას.

ჯანჯაფილის წყლის სამკურნალო თვისებების დიდი რაოდენობა გაიძულებს სერიოზულად იფიქრო მის გამოყენებაზე, არა? მით უმეტეს, რომ უკვე ხელთ გაქვთ რეცეპტიც და სახელმძღვანელოც.

გამოიყენეთ ეს ცოდნა თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობის მაქსიმალური სარგებელისთვის!

Facebook კომენტარები