ყველაზე ძვირფასი წამალი მთელი წლის განმავლობაში! გამოდგება როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში!

მრავალძარღვას პრეპარატებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შეხორცება, ჰემოსტატიკური, შარდმდენი, ჰიპოტენზიური ეფექტი. ის გამოიყენება ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის, მწვავე და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების დროს:

  • მცენარეული ფოთლების წვენი და ნაყენი შესანიშნავი ამოსახველებელი საშუალებაა.
  • მცენარე გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების,
  • გასტრიტის,
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლულის,
  • მწვავე და ქრონიკული ენტერიტის,
  • წყლულოვანი კოლიტის დროს.

ქრონიკული სპასტიური კოლიტის დროს მოამზადეთ 1 კგ მრავალძარღვა და 1 კგ შაქარი. ფოთლები კარგად გარეცხეთ, გააშრეთ, დაალაგეთ ფენებად, მოაყარეთ შაქარი (შაქრის ფენა – ფოთლების ყოველ 4-5 ფენაზე), მინანქრის ჭურჭელში ან მინის ქილაში. შეფუთვის შემდეგ დადგით ბნელ ადგილას 3-4 კვირის განმავლობაში. მიიღებთ მუქი ჭაობის ფერის ნაზავს. გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 3-ჯერ დღეში 1 ს/კ. კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე.

mravalzargva

მრალავძარღვას წვენი თაფლით

კარგად გარეცხილ ფოთლებს ჭრიან, წურავენ მისგან წვენს , უმატებენ იგივე რაოდენობის თაფლს და ადუღებენ 20 წუთის განმავლობაში.

მიიღეთ 1 ს.კ. კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე გასტრიტის, კოლიტის, და კოლიკის დროს. შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში გრილ ადგილას. ზამთრისთვის წვენს უმატებენ არაყს იგივე პროპორციით.

მე გეტყვით, როგორ განკურნა დედაჩემმა ავადმყოფი ფილტვები.

დედამ სწრაფად დაიწყო წონის დაკლება და ასევე დაეწყო ძლიერი ხველა. ჩვენმა ერთ-ერთმა ახლობელმა, რეცეპტი გვასწავლა:

საჭიროა:

  • 500 გრ შაქარი,
  • 400 გრ მრავალძარღვას ფოთოლი,
  • 0,5 ჭიქა წყალი.

ფოთლები უნდა დაიჭრას რაც შეიძლება წვრილად, შენდეგ დაემატოს ყველა დანარჩენი ინგრედიენტი და უნდა მოიშუშოს ნელ ცეცხლზე, სანამ ნარევი ღია ყავისფერი არ გახდება. შემდეგ გადაიატნეთ ქილაში.  მიიღეტ 1 ს.კ. დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ ყოველთვის ცარიელ კუჭზე.

წამალი ძალიან სასიამოვნო გემოსი არმოჩნდა და დედაჩემმაც დაიწყო მკურნალობა. მალე მადაც მოემატა და გამოჯანმრთელება დაიწყო.

სცადეთ თქვენც! გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები