საკვები, რომელიც გააუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას!

სქელი, ბლანტი სისხლი ჯანმრთელობისთვის საშიშია. სისხლის შენელება იწვევს შინაგანი ორგანოების ჟანგბადის შიმშილს და სისხლის შედედების წარმოქმნას.

რეცეპტები სისხლის გათხელებისთვის

ბევრი ადამიანი იყენებს ასპირინს სისხლის გასათხელებლად, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სარგებლის გარდა, ზიანიც მოაქვს. კუჭის კედლებზე მიმაგრებული ასპირინის ნაწილაკები კუჭის კედელს ჭამს და წყლულს წარმოქმნის. ამიტომ, ჰერბალისტები და ტრადიციული მედიცინა ასპირინის წყაროდ იყენებენ ჟოლოსა და შავი მოცხარის ფოთლების დეკორქციას.

სალიცილის მჟავა ასევე გვხვდება ბევრ ხილსა და ბოსტნეულში, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით, რათა მნიშვნელოვნად იმოქმედოს სისხლის შედედებაზე.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია K ვიტამინით მდიდარი საკვების მიღების შემცირება, რადგან ისინი, პირიქით, ხელს უწყობენ შედედებას.

  • K ვიტამინია ისპანახში, სალათის ფოთოლსა და სხვა საკვებ მწვანილებში. თუ სქელი სისხლი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ K ვიტამინით მდიდარი საკვები მას კიდევ უფრო სქელს ხდის.
  • თევზის ცხიმები ხელს უწყობს არა მხოლოდ სისხლის გათხელებას, არამედ არსებული სისხლის შედედების და სკლეროზული დაფების რეზორბციას. ექიმები გვირჩევენ თევზის ჭამას კვირაში 3-4-ჯერ მაინც. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ცხიმოვან ჯიშებს.
  • დარწმუნდით, რომ საკვები შეიცავს იოდს (აუცილებლად მიირთვით, რეგულარულად, ზღვის კომბოსტო: გახეხეთ მშრალი ყავის საფქვავზე და 1 ჩ/კ დღეში ერთხელ, საკვებთან მარილის ნაცვლად.), ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ამაღლებს სისხლძარღვთა ტონუსს.
  • სისხლის გათხელებას ხელს უწყობს საკვები, რომელიც შეიცავს ტაურინს, რომელიც ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას. უხვად არის ზღვის პროდუქტებში და ზღვის თევზში. რაციონში დაამატეთ ნიგოზი და ნუშიც (1 სუფრის კოვზი დღეში).
  • ნივრის ჭამა ამცირებს სისხლის სიბლანტეს.
  • ჩართეთ თქვენს კვებაში ნესვი, გრეიფრუტი, წითელი ბულგარული წიწაკა და პომიდორი.
  • შესანიშნავი სისხლის გამათხელებელია მშრალი წითელი ღვინოც. ერთი ჭიქა ღვინო დღეში საჭმელთან ერთად შესანიშნავი წამალია.
  • ჩილის წიწაკა შეიცავს A და E ვიტამინებს, კალიუმს და ფოლიუმის მჟავას, რომლებიც შესანიშნავად ათხელებს სისხლს და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
  • ყოველდღე დალიეთ არაუმეტეს 120 მლ ფორთოხლის წვენი – ეს არის შესანიშნავი სისხლის გამათხელებელი, ასევე C ვიტამინის წყარო. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ფორთოხლის წვენი უკუნაჩვენებია კუჭის წყლულისა და მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს.
Facebook კომენტარები