ძლიერი რეცეპტი სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით!

ეს ნარევი მართლაც სასწაულებს ახდენს!

სახსრების ტკივილი ზოგჯერ ძალიან მტკივნეული და აუტანელია. ის ჩვეულებრივ გვაწუხებს იდაყვებში, მხრებში და მუხლებში.

მსაგვსი ტკივილები საკმაოდ ხშირდება 40 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში და ბევრი მას დაბერების პროცესად მიიჩნევს. თუმცა, თუ 25 ან 30 წლის ხარ და ამ ტკივილს განიცდი, მაშინ რას აბრალებ?!

არ აქვს მნიშვნელობა ასაკს! ავადმყოფობის პროფილაქტიკა, განკურნება ან სიმპტომების შემსუბუქება ყოველთვის შესაძლებელია!

სახსრის ტკივილის რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სახსრების გადატვირთვა,
  • მოტეხილობები,
  • რევმატიზმი,
  • ართრიტი.

და თქვენი მიზანია იპოვოთ გზა სახსრების ტკივილისგან თავის დასაღწევად!

რეცეპტი, რომლის მომზადებაც შეგიძლიათ სახლის პირობებში, დაგეხმარებათ სახსრების ტკივილის შემსუბუქებაში მისი მხოლოდ ერთხელ გამოყენების შემდეგაც კი.

ეს არის ძველი ტრადიციული მედიცინის რეცეპტი და შეიცავს მარტივ ინგრედიენტებს, რომლებიც თითქმის ყველას აქვს სახლში და შეუძლია დაეხმაროს ადამიანს პირველივე გამოყენების შემდეგ.

ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი;
  • 1 სუფრის კოვზი წყალი;
  • 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი;
  • 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი.

მომზადება:

უბრალოდ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ნარევის გამოყენება:

  1. დაიტანეთ ნარევი მტკივნეულ სახსარზე. დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი ან საჭმლის შესაფუთი ლოლიეთილენი და შეახვიეთ თბილი შარფით (უმჯობესია, თუ მატყლისაა).
  2. გაიჩერეთ იგი 1,5-2 საათის განმავლობაში და გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია ამის გაკეთება ძილის წინ, რათა სახსრებმა დაისვენოს ნარევის გამოყენების შემდეგ.
  3. შემდეგ ჩამოიბანეთ ნარევი თბილი წყლით.
  4. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პროცედურა ზედიზედ 4-5 დღემდე.

ამ მძლავრი ნარევის პირველი გამოყენების შემდეგ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ ეფექტს. ნარევის გამოყენება შესაძლებელია მომზადებიდან რამდენიმე დღეში, შეინახეთ მაცივარში ქვედა თაროზე და გამოყენებამდე ოდნავ გაათბეთ, არ გამოიყენოთ ცივი ნარევი.

აქ მთავარი ინგრედიენტი მდოგვია!

  • თუ თავის ტკივილი გაქვთ, წაისვით ეს ნარევი საფეთქლებსა და შუბლზე და თავის ტკივილს მოგიხსნით.
  • თუ ყელის ტკივილი ან გაციება გაქვთ, გადაყლაპეთ 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი. გამოჯანმრთელება გაცილებით სწრაფი იქნება.

ეს ნარევი მართლაც სასწაულებს ახდენს!

Facebook კომენტარები