როგორ მოვიშოროთ ცელულიტი სახლის პირობებში?! დღეში მოხლოდ 15-20 წუთია საჭირო!
გოგოებო, ფეხებიდან მთელი ცხიმი შეიძლება მოიცილოთ წლის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში!
საოცრად მარტივმა რეცეპტმა მოკლე დროში მოახერხა ეს! Როგორ? დიახ, ძალიან მარტივია!
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ: 20, 30... 60 - არ შეიძლება იმის თქმა, რომ ფეხებიდან და თეძოებიდან ცხიმის მოცილება ადვილია, თუმცა მთავარია მონდომება!
ქალის სხეული ისეა მოწყობილი, რომ ზედმეტი კილოგრამები ძირითადად ქვედა ტანზე მიდის. და რადგან ამ სტატიას კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე წონის დაკლების გზაზე ხართ.
გსურთ ლამაზი სხეული და ფეხები? - აკონტორლეთ მადა და იმოძრავეთ მეტი!
იმისათვის, რომ ზედმეტი ცხიმი მოიცილოთ მუხლებიდან და ბარძაყებიდან, არ არის საჭირო შიმშილით ტანჯვა ან მკაცრი დიეტის დაცვა.
უყურეთ საკუთარ თავს, ძალიან ხშირად ჩვენ ვჭამთ არა იმიტომ, რომ გვშია, არამედ იმისათვის, რომ განვიცადოთ ჭამის პროცესით მიღებბული სიამოვნება. როგორც წესი, ამ სიამოვნებას ვღებულობთ ნამცხვრებით, ტკბილეულით ან ნაყინით.
ამიტომ, თუ გსურთ დაიკლოთ ცხიმი ფეხებიდან და მუცელიდან, უარი თქვით სადილზე ექვსის შემდეგ ან დაიცავით ერთ-ერთი მარტივი დიეტა. თავიდან საკმაოდ რთული იქნება, მხოლოდ იმიტომ, როომ ფიქრობთ, ჭამა არ შეიძლება. ნუ გაამახვილებთ ამაზე ყურადღებას განსაკუთრებულად, მომართე საკუთარი თავი პოზიტიურად.
ფეხებიდან ცხიმის მოსაშორებლად საკმარისია: დალიოთ კეფირი შავი პურის ნაჭერით, მიირთვათ ბოსტნეული, ხილი, ნატურალური წვენი წყლით გაზავდეს. დროთა განმავლობაში ორგანიზმი შეეგუება და სადილზე უარის თქმა საკმაოდ ადვილი იქნება.
ცხიმის შემცირება ერთი დიეტური შეზღუდვით არ გამოდგება, მით უმეტეს, თუ სამსახურში მანქანით გიწევთ სიარული ან მთელი დღე კომპიუტერთან მუშაობთ. აუცილებელია მაქსიმალურად მოძრაობაში ყოფნა.
ზოგჯერ სავარჯიშოების გრძელი კომპლექტი აშინებს ადამიანს, რადგან სამუშაო დღის შემდეგ არ არსებობს ძალა და სურვილი მათი დიდი ხნის განმავლობაში დაცვის.
დავიწყოთ უმარტივესით?
- გასეირნება - ეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ მოძრაობაში, უარი თქვით ტრანსპორტზე, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, იაროთ 20-30 წუთის განმავლობაში. სწრაფი ტემპით სიარული კარგია მთელი სხეულისთვის. ამ შემთხვევაში ნებისმიერი გარე აქტივობა იდეალურია – ეს შეიძლება იყოს: ზაფხულში ზურგჩანთით ქალაქგარეთ გასეირნება, ზამთარში თხილამურებით სრიალი თუ უბრალოდ სამსახურიდან სახლში მიმავალ გზაზე ცოტახნით ფეხით სიარული.
- სირბილი - ძალიან სასარგებლოა არა მხოლოდ ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად, არამედ მთელი სხეულის გასაუმჯობესებლად. შეგიძლიათ სპორტდარბაზში წასვლა, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, საღამოს ან დილის სირბილი მხოლოდ სარგებელს მოუტანს თქვენს ორგანიზმს. ეს შეიძლება იყოს ეზოში ან უახლოეს მოედანზე.
- ველოსიპედით გასეირნება - ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმის მოცილებას და ამაგრებს ბარძაყის კუნთებს, ძალიან სასარგებლოა მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის.
- როლიკებით სრიალი - როლიკებით სრიალი დღეს ძალიან პოპულარულია. ეს სპორტი არამარტო დაგეხმარებათ ფეხებიდან და სხეულის სხვა ნაწილებიდან ზედმეტი ცხიმის მოცილებაში, არამედ როგორც არცერთი ვარჯიში, გააძლიერებს მთელი სხეულის კუნთებს.
- ცურვა - არ აქვს მნიშვნელობა სად: აუზში, მდინარეში თუ ზღვაში, ცურვა ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის. წყალი ხსნის დაძაბულობას და სტრესს, ამკვრივებს კანს (განსაკუთრებით ზღვის წყალი), ამაგრებს კუნთებს, შლის ცხიმს თეძოებიდან, ფეხებიდან, მუხლებიდან. ფეხებიდან ცხიმის მოსაშორებლად, წყალში ვარჯიშები ძალიან სასარგებლოა. წელამდე წყალში დგომისას, მონაცვლეობით აწიეთ ფეხები.
- სკრაბი - ცხიმის, კერძოდ კი ფეხებზე ცელულიტის მოსაშორებლად მარტივი გზა შეიძლება იყოს ყავის სკრაბი. ვარჯიშთან და ზომიერ დიეტასთან ერთად, სკრაბი დაგეხმარებათ კანი აბრეშუმისებრი გლუვი გახადოთ!
დაუთმეთ საკუთარ თავს ყოველდღე 15-20 წუთი!
რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, შეეცადეთ იპოვოთ თქვენთვის - საკუთარი თავისთვის, დღეში 20 წუთი მარტივი ვარჯიშების შესასრულებლად.
- ჩაჯდომები - ყველაზე გავრცელებული ვარჯიში, ბუქნებია გაშლილი ხელებით წინ, რომელიც გეხმარებათ ზედმეტი ცხიმის მოცილებაში არა მხოლოდ ფეხებიდან, არამედ თეძოებიდან და მუცლიდანაც. დასაწყისისთვის საკმარისია 10 ჩაჯდომა, შემდეგ თანდათან უნდა გაზარდოთ მათი რაოდენობა. ამ ვარჯიშის შესრულება დღეში 20-ჯერ ერთი თვის განმავლობაში, სასიამოვნოდ გაგაოცებთ შედეგი! ფეხები უფრო გაგიხდებათ, მუცელი კი გამკვრივდება
- ველოსიპედის ვარჯიში - დაწექით ზურგზე და მიბაძეთ ველოსიპედს. ეს ალბატ ყველას გვითამაშია ბავშვობაში. ის ხელს უწყობს არა მხოლოდ ფეხებიდან ცხიმის მოცილებას, არამედ შესანიშნავად ამაგრებს მუცლის პრესას.
- სავარჯიშო "მაკრატელი" - დაწექით გვერდზე, გაჭიმეთ ფეხები, რომ იგრძნოთ ყველა კუნთი, შემდეგ ასწიეთ ზედა ფეხი მაკრატელივით 5-6-ჯერ. იგივე გააკეთე მეორე მხარეს. გაიმეორეთ ვარჯიში 2-3-ჯერ.
- და ბოლოს, მონაცვლეობით მოხარეთ ფეხი მუხლთან და რაც შეიძლება შორს წაიღეთ უკან, რომ შეეხოთ საჯდომს. ეს ვარჯიში უნდა შესრულდეს 10-ჯერ თითოეულ ფეხზე.