ახლა, როდესაც მოგზაურობა ასეთი მარტივია, ჩაალაგეთ ბარგი და გაემგზავრეთ საოცნებო მიმართულებით. იქნება ეს რამდენიმე დღით, კვირით თუ უფრო დიდი ხნით, ამან შეიძლება საოცარი გავლენა იქონიოს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს 700-მდე ავიაკომპანია გვთავაზობს, რომელთა შორისაა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც, მოგზაურობის დაგეგმვა კიდევ უფრო სასიამოვნო და ხელმისაწვდომია ყველასთვის, რადგან საშუალება ეძლევათ შეიძინონ ავიაბილეთები განვადებით და აისრულონ ოცნება!
იცოდით, რომ მოგზაურობას შეუძლია თქვენს მენტალური ჯანმრთელობას უსაზღვრო სარგებელი მოუტანოს?
ეს იმიტომ, რომ ის გაშორებთ ყოველდღიურობას და გიხსნით გონებას ახალი შესაძლებლობებისთვის. ახალი გამოცდილების მიღება, სასარგებლოა ტვინის ფუნქციის გასაუმჯობესებლად, მას ასევე შეუძლია შეამციროს სტრესი და შეამსუბუქოს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები.
მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა შეიძლება თავისებური გამოწვევების წინაშე გვაყენებდეს, ის ასევე ამაღელვებელი, მასტიმულირებელი და დასამახსოვრებელია, რაც გავლენას ახდენს განწყობაზე.
არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ პოზიტიური მოგზაურობის გამოცდილებამ, შეიძლება ადამიანი გახადოს უფრო ჯანმრთელი და სარგებელი მოუტანოს მის საერთო კეთილდღეობას.
- მოგზაურობა გეხმარებათ მოდუნებაში.
სამუშაოდან ცოტახნით მოშორება და სხვა გარემოში გადანაცვლება, ათავისუფლებს თქვენს გონებას და გეხმარებათ სტრესის დამარცხებაში, რაც გონებას მოდუნების და განკურნების საშუალებას აძლევს. სამსახურში ზეწოლის ქვეშ ყოფნა, არა მხოლოდ ამძიმებს თქვენს გონებას და სხეულს, არამედ ზიანს აყენებს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობასაც.
- იძლევა განტვირთვის საშუალებას.
რეგულარული მოგზაურობისთვის დროის გამოყოფამ, შეიძლება საუკეთესოდ იმოქმედოს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. სხვადასხვა ადგილის მონახულება, გააუმჯობესებს შვებულებიდან მიღებულ სარგებელს. ადამიანებს შეუძლიათ მოგზაურობიდან მიღებული დადებითი გავლენა, 4-5 კვირის განმავლობაში შეინარჩუნონ.
- გეხმარებათ გონებრივი ძალის გაუმჯობესებაში.
თუ გაქვთ ქრონიკული სტრესი და თქვენი მეხსიერება და მიზნების დასახვის უნარი არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია, ეს იმის გამო ხდება, რომ ტვინს დასვენებისთვის დრო სჭირდება. სადმე წასვლა და ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა კი დაგეხმარებათ უფრო პროდუქტიულად და კონცენტრირებულად იგრძნოთ თავი.
- ზრდის შემოქმედებითიბის უნარს.
სხვა გარემოში გასვლა და სამყაროს შესწავლა გაზარდის თქვენს შემოქმედებითობას. ახალი კულტურების გაცნობა, მეგობრების შეძენა, ახალი ენების შესწავლა და სხვადასხვა სახის საკვებისა თუ მუსიკის შეცნობა, დაგეხმარებათ სამყარო სხვა თვალით დაინახოთ.
- სასარგებლოა კეთილდღეობისთვის.
ახალი გამოცდილების მიღება სასარგებლოა ტვინის ფუნქციის და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მოგზაურობა დაკავშირებულია სტრესის შემცირებასთან და შეუძლია შეამსუბუქოს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს მიდიხართ, ან რამდენი დღით, შესაძლოა ეს მხოლოდ შაბათ-კვირა იყოს, თუმცა ამან მაინც იქონიოს ძლიერი დადებითი გავლენა თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
მზადების პროცესი და მოგზაურობის მოლოდინი ასევე სასარგებლოა თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის!
გეგმის შედგენისას მოგზაურობის მოლოდინიც იწვევს ბედნიერების და აღფრთოვანების განცდას. როდესაც დასასვენებლად მიდიხართ, ზეწოლა და სტრესი მცირდება და თქვენი მენტალური ჯანმრთელობა უმჯობესდება.
ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოგზაურობენ, უფრო დიდხანს განიცდიან ამ ეფექტს. მოგზაურობის დასრულებისას, თქვენ უფრო მეტად თავისუფლად იგრძნობთ თავს და მზად იქნებით მიიღოთ ის, რაც სახლში დაბრუნებისას გელოდებათ.
უცხო ადგილების მონახულება, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთგაგიხსნით, ახალი ენების სწავლა და სხვა კულტურების შეცნობა, გაგიზრდით თანაგრძნობის უნარს.
თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ მოგზაურობის გეგმები სურვილისამებრ. თუმცა, გირჩევთ, ის არ იყოს ძვირადღირებული ან ეგზოტიკური, რომ მისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ და გაზარდოთ მენტალური ჯანმრთელობის სარგებელიც.
იმისათვის, რომ ეს ყოველივე ხელმისაწვდომი იყოს, თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ Wizz Air-ის ავიაბილეთები განვადებით და დაიწყოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დღესვე. ამაში კი ავია.ჯი -ს გამოცდილი ოპერატორები დაგეხმარებიან.