დაივიწყეთ უამრავი დაავადება - იასამანზე და არაყზე დამზადებული ნაყენი ნადვილი სასწაულია!
ეს ნაყენი ღირებული საშუალებაა სახსრების, პოდაგრისა და რევმატიზმის სამკურნალოდ. აიღეთ რამდენიმე ტოტი და გააკეთეთ ეს ნაყენი, დაივიწყეთ ტკივილი მთელი წლის განმავლობაში!
ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ იასამანი არა მხოლოდ ლამაზია და საოცარი არომატი აქვს, არამედ შესანიშნავი წამალიცაა. კერძოდ, მის ყვავილებს აქვს დიაფორეზული, მალარიის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
ისინი წარმატებით გამოიყენება თირკმლის კენჭებისთვის. ბრონქიტისა და თირკმელების დაავადებების დროს ყვავილის ნაყენი დაგეხმარებათ. ასევე, სახსრების ტკივილის, რევმატიზმის და სხვა მრავალი დაავადების დროს.
მკრთალი იასამანი საუკეთესოდ შეეფერება მედიკამენტების მოსამზადებლად.
- ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, შუშის ქილაში მოათავსეთ იასამანი და დაასხით არაყი. გააჩერეთ ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ. დაიდეთ ის კომპრესის სახით ღამით, მაგრამ არ შეიზილოთ.
- პოდაგრის სამკურნალოდ რეკომენდებულია იასამნის ყვავილების ნაყენის გამოყენება: 2 ს.კ. მშრალ ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა სპირტი ან არაყი. გააჩერეთ ერთი კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას, დროდადრო შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 20-30 წვეთი სამჯერ დღეში ჭამის წინ.
- კანზე ჭრილობების და ჩირქოვანი ანთებების დროს ასეთი საშუალებაა ეფექტური: ლიტრიანი ქილა შეავსეთ თეთრი იასამნის ყვავილით და დაასხით არაყი ან სპირტი. გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში, დროდადრო შეანჯღრიეთ. შეიზილეთ დაზიანებული ადგილები ნაყენით.
- ძალიან კარგია ამ ნაყენის გამოყენება სახის ლოსიონად. ამისათვის აუცილებელია მისი გაზავება 1:10 თანაფარდობით, სასურველია გამდნარი ყინულის წყლით. გაისუფთავეთ კანი, სახე და სხვა ანთებითი ადგილები. ნაყენი შეინახეთ მაცივარში.
- ამ რეცეპტით მომზადებული იასამნის ნაყენი დაგეხმარებათ რევმატული ტკივილის მოხსნაში: 1 ჭიქა ჩვეულებრივი იასამნის ყვავილს დაასხით 0,5 ლიტრი არაყი, გააჩერეთ 2 კვირა. გამოიყენეთ ის რევმატიზმით დაზიანებულ ადგილებში და შეიხვიეთ ბინტით. სახვევი უნდა გამოიცვალოს 4-5-ჯერ დღეში.
- იასამანი წარმატებით გამოიყენება წელის და სახსრების ტკივილის დროს. 0,5 ჭიქა იასამნის ყვავილის ნაყენის მოსამზადებლად დაასხით 0,5 ლიტრი არაყი და გააჩერეთ 7-12 დღე. ამ ნაყენით შეიზილეთ მტკივნეული ადგილები და კარგად შეიხვიეთ.
- ნებისმიერი ბრონქიტი იკურნება იასამნის ნაყენით. აუცილებელია შუშის ქილა შეავსოთ იასამნით, დაასხით ზემოდან არაყი, დატოვეთ 10 დღე ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. და შემდეგ, საღამოს ძილის წინ, 30 მლ ნაყენი გახსენით ერთ ჭიქა ძლიერ ჩაიში. დალიეთ ხსნარი ღამით მცირე ყლუპებით. მკურნალობის კურსი 3 დღეა. შეინახეთ ნაყენის ქილა მჭიდროდ დახურული.
- მარილის დალექვით დაავადებულებს ვურჩევ, ორლიტრიანი ქილა ნახევარამდე შეავსონ იასამნის ყვავილებით, ზემოდან დაასხან სპირტი, გააჩერონ 3 კვირა. შემდეგ რეგულარულად შეიზილონ ნაყენი და დაიტოვონ მთელი ღამის განმავლობაში მუხლებში, მხრებში და კისერში.
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! იასამანი არ არის რეკომენდებული ამენორეის - მენსტრუაციის ხანგრძლივი დაგვიანებით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის, გლომერულონეფრიტის, ატონური ყაბზობის დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ იასამნის ყვავილები დიდი რაოდენობით შხამიანია. გარდა ამისა, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინებაც, ამიტომ დააკვირდით პირველ გამოყენებისას კარგად.