იმისათვის, რომ ტვინი ყოველთვის „ახალგაზრდა“ იყოს – მიირთვით ხახვი!

იმისათვის, რომ ტვინი ყოველთვის „ახალგაზრდა“ იყოს – მიირთვით ხახვი!

ხალხური სიბრძნე ამბობს, რომ ხახვი დაგვიცავს შვიდი დაავადებისგან. და ეს ნამდვილად ასეა!

თავიანი ხახვი კულტურაში ცნობილი იყო ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინათ, მის სამშობლოდ წინა და შუა აზია ითვლება, საიდანაც ის შემდგომში თანდათანობით გავრცელდა. ხახვი გამოიყენება როგორც ნედლად, ასევე გადამუშავებული სახით.

სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც შედიან ამ სასწაულებრივ პროდუქტში, ხელს უწყობს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გადაჭრას.

იაპონელმა მკვლევარებმა ხახვის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს.
ის დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე. ეს გამოწვეულია გოგირდის ნაერთებით, რომლებიც ხახვის ნაწილია. ეს ნაერთები ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და ხელს უშლის ტვინის ნაადრევ დაბერებას.

იაპონელმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც დეტალურად იქნა შესწავლილი ხახვის თვისებების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. აღმოჩნდა, რომ პროდუქტი, რომელიც პოპულარულია მთელ მსოფლიოში, ზრდის პოზიტიური ემოციების მგრძნობელობას და ასევე ხელს უწყობს მეხსიერების აღდგენას. ეს ხდება შემდეგნაირად: გოგირდის ნაერთები ტვინში სისხლით შედის. იქ ისინი აახალგაზრდავებს ტვინის უჯრედებს და ასტიმულირებენ მათ აქტივობას.

xaxvi da tafli

ექსპერტების აზრით, ყველაზე სასარგებლოა თაფლისა და ხახვის გამოყენება. ის უბრალოდ სასწაულებრივ გავლენას ახდენს ორგანიზმზე და განსაკუთრებით სასარგებლოა სკლეროზის განვითარებისკენ მიდრეკილ მოხუცებზე. მაგრამ ახალგაზრდებმაც კი არ უნდა უგულებელყოთ ეს მცენარე. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს სხეულის მთლიან ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები