ჯანჯაფილი ხავერდოვანი კანისთვის! საუკეთესო რეცეპტები საუკეთესო მცენარის შემცველობით!

ჯანჯაფილი ხავერდოვანი კანისთვის! საუკეთესო რეცეპტები საუკეთესო მცენარის შემცველობით!

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჯანჯაფილი, თავისი უამრავი სასარგებლო თვისების გამო, სრულიად უნივერსალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის!

ჯანჯაფილს აქვს ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური და დამამშვიდებელი თვისებები. მას ამატებენ სასმელებსა და კერძებშიც, არა მხოლოდ მისი დახვეწილი გემოსა და ახალი სუნის გამო, არამედ ჯანმრთელობისთვის არაჩვეულებრივი სარგებლობის გამო.

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ იგი ჩვენი სილამაზისთვის?

ყურადღება! ჯანჯაფილმა შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, ამიტომ, მისი სუფთა სახით გამოყენება, არ არის რეკომენდებული. უმჯობესია სცადოთ ის ჯერ მაჯაზე – მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.

აქ მოცემული ყველა ნიღაბი გამოიყენეთ მაქსიმუმ კვირაში ერთხელ.

  1. ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის – ანეიტრალებს ზედმეტ ცხიმს: 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი, 1 ჩაის კოვზი გვირილის ნაყენი ან რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თეთრი თიხა. წაისვით ნიღაბი სუფთა სახეზე და და გაიჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეტ თბილი წყლით.
  2. ნიღაბი პრობლემური კანისთვის – აშრობს, ხსნის გაღიზიანებას და ანადგურებს ბაქტერიებს: 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი და 1 ჩაის კოვზი ძლიერი მწვანე ჩაი. დაიტანეთ ნიღაბი სუფთა კანზე და გაიჩერეთ 30-40 წუთით, შემდეგ კი ცამოიბანეთ თბილი წყლით.
  3. მათეთრებელი ნიღაბი – აღიავებს ასაკობრივ ლაქებს ად ათანაბრებს სახის ფერს:
    1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა, 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი ციტრუსის ეთერზეთი და 1 ჩაის კოვზი ოხრახუშის ნახარში. ნიღაბი გაიჩერეთ მხხოლოდ 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით.
  4. მატონიზირებელი ნიღაბი – აუმჯობესებს სახის ფერს, ამკვრივებს და აახალგაზრდავებს კანს: 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი და 1 ჩაის კოვზი ბროწეულის წვენი. ეს ნიღაბი უნდა გაიჩეროთ მხოლოდ 10 წუთით, შემდეგკი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
  5. შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტური ნიღაბი – სწრაფად და ეფექტურად ხსნის სახის შეშუპებას: 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი, 1 ჩაის კოვზი გახეხილი ვაშლი ან უმი კარტოფილი. ამ ნიღბის გაჩერება შესაძლებელია 30 წუთით, რათა კარგად იმოქმედოს შეშუპების წინააღმდეგ.
  6. ნიღაბი სკალპისთვის – ასტიმულირებს თმის ზრდას, აქრობს ქერტლს და მატებს მას ბზინვარებას: 1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა, 1 ჩაის კოვზი ბურდოკის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული. აურიეთ ყველაფერი კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და წაისვით სახის სუფთა კანზე. გაიჩერეთ 15-20 წუთით და ცამოიბანეთ თბილის წყლით.
  7. ანტიცელულიტური მასაჟის კრემი – ამკვრივებს კანს: 2 სუფრის კოვზი გახეხილი კოჭა, 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი, 100 გრ ზეითუნის ზეთი, 2 სუფრის კოვზი ზღვის მარილი ან ყავისფერი შაქარი. დაიმასაჟეთ კანი ამ საშუალებით 10-15 წუთის განმავლობაში.
Facebook კომენტარები