ეს ბუნებრივი საშუალებები აშორებს ორგანიზმიდან ყველა შხამს და ტოქსინს! მარტივი და გამოცდილი რეცეპტები!

Turebi iafad Flekosteli

ეს ბუნებრივი საშუალებები აშორებს ორგანიზმიდან ყველა შხამს და ტოქსინს! მარტივი და გამოცდილი რეცეპტები!

1. ვაშლი და დარიჩინი.

ერთი ვაშლი დაჭერით თხლად, დაასხით 500 მლ სუფთა წყალი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი და აადუღეთ. ადუღების შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. ვაშლისა და დაფქული დარიჩინის კომბინაცია დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის ნორმალიზებაში და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდაში.

2. ლიმონის წვენი და თაფლი.

2 ს.კ. ახლად გამოწურული ლიმონის წვენი შეურიეთ 200 მლ თბილ წყალს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და ცოტაოდენი დაფქული კოჭა. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ეს ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდას, სისხლძარღვების კედლების გაძლიერებას და სასიცოცხლო ენერგიის ამაღლებას!

3. ჯანჯაფილის სასმელი.

800x800 3 2

გათალეთ და წვრილად დაჭერით მცირე რაოდენობით ახალი ჯანჯაფილის ფესვი (3-4 სმ), დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, ბოლოს გადაწურეთ. გაგრილების შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი დაფქული დარიჩინი და რამდენიმე სუფრის კოვზი ვარდის სიროფი. მიიღეთ დღის განმავლობაში 100-150 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. საჭმლის მონელება და ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება, სასმელს ექნება მატონიზირებელი და აღმდგენი ეფექტი.

4. ჭარხლის წვენი.

მოამზადეთ ახლად გამოწურული წვენი 1 ჭარხლის, 2 ვაშლის და 4 ღერო ნიახურისგან, მიიღეთ 1 ს.კ. 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

5. კიტრი და ნიახური

გახეხეთ 1 კიტრი და 1 ნიახურის ფესვი, დაუმატეთ 300 მლ წყალი. დალიეთ მთელი დღის განმავლობაში, იდეალურია მარხვის დღეებისთვის.

6. ჯანმრთელობის კოქტეილი

მოამზადეთ 1 ფორთოხლის, 1 ლიმონის და 1 სტაფილოს ახლად გამოწურული წვენები, შეურიეთ 100 მლ მინერალურ წყალს. დალიეთ უზმოზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს კოქტეილი შესანიშნავი საშუალებაა დაღლილობისთვის, მას გააჩნია დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები.

Facebook კომენტარები
Aviabiletebi ganvadebit Varikosette