ნაოჭების საწინააღმდეგო საოცარი მალამო! ყველაზე მარტივი ხსნა საკისგან გასაქცევად!

ეს რეცეპტი მომცა კოსმეტოლოგმა, საოპერაციო ოთახის ყოფილმა ექთანმა. ახლა ის გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ამ მალამოს, სულ მცირე, ათი წელია იყენებენ, გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა, არცერთი კომპონენტი არ იწვევს ალერგიას და შედეგებით ყველა კმაყოფილია!

saxis nigabi naochebistvis

დაგჭირდებათ:

  • წამალი დიმექსიდი,
  • სოლკოსერილის გელი.

ყიდვისა შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ მათზე მგრძნობელობა: ჯერ იდაყვის მოსახრელში წაისვით ადუღებული წყლით გაზავებული დიმექსიდი 1:10 თანაფარდობით და დააკვირდით ორგანიზმის რეაქციას დღის განმავლობაში. შემდეგ წაისვით სოლკოსერილის გელი ამ ადგილას და ნახეთ, რაიმე რეაქცია ხომ არ მოგცათ? ეს 90%-ით გამორიცხულია, თუმცა მაინც დაიზღვიეთ თავი.

თუ ყველაფერი რიგზეა, გააგრძელეთ:

  1. მიიღეთ აბაზანა ფორების გასახსნელად, შემდეგ კარგად დაიბანეთ სახე და გაიწმინდეთ სუფთა, ახალი პირსახოცით. დიმექსიდი გააზავეთ ადუღებული წყლით 1 × 10 თანაფარდობით, გაიწმინდეთ სახე ამ ხსნარით გაჯერებული ბამბის ტამპონით.
  2. ამის შემდეგ სქელად წაუსვით სოლკოსერილი და გააჩერეთ ერთი საათით, პერიოდულად დაასველეთ სახე ადუღებული წყლით, რომ გელი არ გამოშრეს. ერთი საათის შემდეგ გელი მოიშორეთ ნოტიო ტამპონით.
  3. კარგად დაიბანეთ სახე. წაისვით ნეიტრალური, უცხიმო და სასურველია ჰიპოალერგიული კრემი და დაიძინე.

მეორე დილით სარკეში ჩახედვისას აღმოაჩენთ, რომ წვრილი ნაოჭები გაქრა, ღრმა ნაოჭები კი თითქმის შეუმჩნეველი გახდა. ეს პროცედურა საკმარისია 2 თვეში ერთხელ ჩასატარებლად.

უფრო ხშირად ამის გაკეთება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მცირე ნაწიბურების მოცილება, მაგრამ წაისვით ნარევი და გელი არა მთელ სახეზე, არამედ გარკვეულ ადგილებში.

თითქმის სამი წელია ვიყენებ ამ საშუალებას და მიუხედავად იმისა, რომ მიმიკური სახე მაქვს, ახალი „სიბერის კვალი“ არ ჩნდება, ძველებიდან კი მხოლოდ გაღიმების დროს არის შესამჩნევი ტუცის კუთხეებთან.

Facebook კომენტარები