mobliurebi
mobliurebi

მე ყოველთვის მეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი სარეველა იყო! მაგრამ მას თურმე ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია!

ნებისმიერმა მებაღემ იცის, რომ დანდური ჯიუტი და სწრაფად მზარდი სარეველაა da რამდენჯერაც არ უნდა ამოთხარო, ის მაინც ამოდის! თუმცა ბევრმა არ იცის იმის შესახებ, რომ თურმე მის წინააღმდეგ კი არ უნდა იბრზოლო, არამედ უნდა გამოიყენო ის საკუთარი თავის ჯანმრთელობისთვის! მეც ასევე, ყოველთვის ვთხრიდი მას, სანამ არ წავიკითხე ერთი სტატია, რომ ამ სარეველას აქვსუამრავი სამკურნალო თვისება.

დანდური

ამიტომ, როდესაც ისევ იპოვით ამ "საძულველ" მცენარეს თქვენს ბაღში, ნუ იჩქარებთ მის განადგურებას, ჯერ გაიხსენეთ ის თვისებები, რომლებსაც ქვემოთ მოგაწვდით.

შესაძლოა, ეს არის სწორედ ის მცენარე, რომელიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ მომაბეზრებელ დაავადებებს!

დანდური სამკურნალოდ:

როგორც ველურ, ასევე ბაღის დანდურს აქვს სასარგებლო თვისებები. ამ მცენარის ფოთლები გაჯერებულია ვიტამინითა და მინერალური კომპლექსებით, ასევე რკინით და კალციუმით. გარდა ამისა, ეს სარეველა შეიცავს A ვიტამინს და ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებს.

  • ყველა ეს ნივთიერება ხელს შეუწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგ ფუნქციონირებას.
  • დანდური რეკომენდებულია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის ნერვული სისტემის გასაძლიერებლად.

შესანიშნავი იდეა სხვადასხვა რეცეპტებში ისპანახის ნაცვლად დანდური გამოიყენოთ! მისი ფოთლები ხრაშუნაა და სასიამოვნო ლიმონის არომატი აქვს... დანდურის სალათა შეგიძლიათ მოამზადოთ არაჟნით და ნიგოზით - ძალიან გემრიელი გამოდის!

დანდურის დამზადება მარტივია!

ახალგაზრდა ყლორტები და ფოთლები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გვერდითი კერძი ხორცისა და თევზის კერძებისთვის. მათ ადუღებენ ნივრის, ძმრის, მცენარეული ზეთის დამატებით ან ჩაშუშულ ხახვთან ერთად მცენარეულ ზეთში.

უგემრიელესი ფაფუკი ღვეზელები დანდურით და დამარინადებული დანდური ნიორით.

აი, რა არის ის - არა სარეველა, არამედ ნამდვილი მკურნალი!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება