ვიტამინების საცავი: ექიმებმა ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო მცენარედ შავი მოცხარი დაასახელეს!

მას აქვს 4-ჯერ მეტი ვიტამინი C ვიდრე ლიმონი და ბევრმა არც კი იცის ამის შესახებ!

შავი მოცხარი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო აღმოჩნდა. და მისი სარგებელი არ მთავრდება C ვიტამინის მაღალი დოზით. ექიმები აცხადებენ, რომ ეს პატარა შავი კენკრა შეიცავს სხვადასხვა საკვები ნივთიერებების დიდ მარაგს: კაროტინს, ანტიოქსიდანტებს, ეთერზეთებს, ვიტამინებს K, E და P, ისევე როგორც ბევრ სხვა ელემენტს.

შავი მოცხარის რეგულარული მირთმევით გააუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებთ ორგანიზმს, გააუმჯობესებთ ძვლების მდგომარეობას, გააძლიერებთ იმუნურ სისტემას და შეამცირებთ თვალის წნევას. ასევე, ეს კენკრა მკურნალობს მშრალ კანს, ხსნის ქავილს, დაღლილობის ნიშნებს თვალების ირგვლივ და კურნავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

shavi

ფოლიუმის მჟავა, რომელიც მდიდარია შავი მოცხარით, იცავს ორგანიზმს რადიაციის მავნე ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს ტყვიის, ვერცხლისწყლის და ყველა სახის ტოქსინების მოცილებას. ამ მხრივ განსაკუთრებით ეფექტურია გამხმარი მოცხარის კენკრის ნაყენი.

და ბოლოს, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ შავი მოცხარი სასარგებლოა ცისტიტის, ართრიტის, ჰერპესის, კუჭის წყლულისა და ავიტამინოზის დროს.

ეს კენკრა საქართველოში ველურად არ გვხვდება, თუმცა გავრცელებულია მისი სამი სხვა სახეობა და ესენია:

  • კლდის მოცხარი
  • აღმოსავლური მოცხარი
  • მთის მოცხარი

შავი მოცხარის ნაყოფები სასიამოვნო და მეტად სასარგებლო საკვებია. იყენებენ ნედლად, გამხმარს და გაყინულს. მისგან ამზადებენ მურაბას, წვენს, ჯემს და სხვა.

შავი მოცხარის ნაყოფები გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაშიც. მისგან ამზადებენ ლიქიორებს. ფოთლისგან ღებულობენ ეთერზეთს, რომელიც გამოიყენება ბოსტნეულის დასამწნილებლად.

Facebook კომენტარები