როგორ გავუმკლავდეთ შეშუპებას ორგანიზმში სითხის შეკავების გამო? ექიმებმს შეუძლიათ მოგცენ რამდენიმე რჩევა!

ოდესმე შეგემთხვათ, რომ გაიღვიძოთ, დადგეთ სასწორზე და მიხვდეთ, რომ ერთ ღამეში რამდენიმე კილოგრამით დამძიმდით?

შესაძლებელია თუ არა დღეში იმდენი ჭამა, რომ ამდენი წონა მოიმატო მხოლოდ 1 ღამეში? დიდი ალბათობით არა!

სხეულის წონის ასეთი დიდი ნახტომის ყველაზე სავარაუდო მიზეზი ორგანიზმში სითხის შეკავებაა.

ეს ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა ორსულებში, ადამიანებში, რომლებიც იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს და მათ, ვინც არააქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს.

სითხის შეკავება იწვევს შეშუპებას და წონის მატებას. საბედნიეროდ, ექიმებმა დიდი ხანია იციან, თუ რა იწვევს ამ პრობლემას და მათ შეუძლიათ მოგცენ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად მოაგვაროთ ეს პრობლემა.

sheshupeba da sitxis shekaveba

მიზეზი: ნატრიუმის ჭარბი რაოდენობა

მარილის შემცველი საკვების მიღება სითხის შეკავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, განსაკუთრებით თუ არ სვამთ საკმარის წყალს, რომ მარილი გამოიდევნოს ორგანიზმიდან. როდესაც თქვენ მოიხმართ ძალიან ბევრ მარილს, თქვენი სხეული ინარჩუნებს წყალს, რათა შეინარჩუნოს ბუნებრივი წონასწორობა. ნატრიუმის მაღალმა დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის 20-ჯერ გაზრდა.

გამოსავალი: მიირთვით ნაკლები დამუშავებული საკვები

უმარტივესი გამოსავალი დამუშავებული საკვების ნატურალურით ჩანაცვლებაა. მაკარონი, სუპები და ბოსტნეულის კონსერვიც კი შეიცავს მნიშვნელოვან რაოდენობას ნატრიუმს. ამის ნაცვლად, აირჩიეთ ახალი ან გაყინული ბოსტნეული და დაბალ მარილიანი სუპები და სოუსები.

ასევე, შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი ტრადიციული სუფრის მარილი ზღვის მარილით ან ჰიმალაის მარილით, რადგან ზოგიერთი ცნობით, ისინი ხელს უწყობენ სითხის შეკავების შემცირებას.

მიზეზი: დეჰიდრატაცია

როდესაც ცოტა წყალს სვამთ, ორგანიზმი იწყებს მის დაგროვებას, ცდილობს შეინარჩუნოს საკმარისი მოცულობა “გადარჩენისთვის”.

გამოსავალი: დალიეთ მეტი წყალი

სხეულის სწორი ფუნქციონირებისთვის დღეში დალიეთ მინიმუმ 8 ჭიქა (240 მლ) წყალი. თუ გაგიჭირდებათ ზედმეტი ჭიქა წყლის დალევა, შეეცადეთ დაამატოთ მეტი ხილი და ბოსტნეული თქვენს დიეტაში, რათა ნაწილობრივ მოაგვაროთ ეს პრობლემა.

მიზეზი: მაგნიუმის ნაკლებობა

წყლის შეკავება შეიძლება იყოს ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის ნიშანი. თქვენი სხეული იყენებს მაგნიუმს თითქმის ყველა პროცესში. როდესაც ის აკლია, ორგანიზმი ვერ ფუნქციონირებს გამართულად და ინარჩუნებს წყალს.

გამოსავალი: მიირთვით მაგნიუმით მდიდარი საკვები

თქვენს დიეტას დაამატეთ ისეთი საკვები, როგორიცაა ავოკადო, თხილი, მარცვლეული, ისპანახი, იოგურტი და მუქი მწვანილი.

სითხის შეკავება შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენ გჭირდებათ ცხოვრების წესის ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდება არა მხოლოდ წონა, არამედ ძილის ხარისხი და, შესაბამისად, ენერგიის საერთო დონე. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული და დალიეთ ბევრი წყალი, რათა სხეულმა შეძლოს სწორად ფუნქციონირება და ზედმეტი წყლის შეკავება არ მოუწიოს.

მიაქციეტ ყურადღება ორგანიზმისგან მიღებულ ყოველ სიგნალს და ეცადეტ მის გამოსწორებას საწყის ეტაპზევე,

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები