mobliurebi
mobliurebi

სამკურნალო საშუალებების ნარევი სისხლის შედედების და გულის დაავადებების დროს

ტრადიციული მედიცინის რეცეპტებს შორის შეგიძლიათ იპოვოთ მრავალი საშუალება, რომელიც კურნავს სერიოზულ დაავადებებს. სტატიაში ერთ-ერთ მათგანზე ვისაუბრებთ:

განსაკუთრებით გამოადგება მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და თრომბები აწუხებს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. დაავადებების ეს ჯგუფი მოიცავს გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა გართულებას, რომელთა დროსაც  ადამიანი  შეიძლება იყოს, როგორც სიმპტომური, ისე - ასიმპტომური.

გულ-სისხლძარღვთა პრობლემების ძირითადი, ტიპური სიმპტომები მოიცავს:

  • ტკივილი ან წნევა გულმკერდის არეში, რაც შეიძლება სტენოკარდიაზე მიუთითებდეს;
  • ტკივილი ან დისკომფორტი მკლავებში, მარცხენა მხარში, იდაყვებში, ყბაში ან ზურგში;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • გულისრევა და დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა;
  • ცივი ოფლიანობა;

თქვენ უნდა შეურიოთ ერთ ჭურჭელში (სასურველია გამოიყენოთ მუქი შუშა) შემდეგი სააფთიაქო ნაყენები:

lui.ge

  • 100 მლ ვალერიანი
  • 100 მლ კუნელი,
  • 100 მლ პეონი,
  • 50 მლ ევკალიპტის ფოთოლი,
  • 25 მლ პიტნა,
  • ასევე 10 მიხაკი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ აუტანლობა ამ სანელებლის მიმართ).

დატოვეთ ნარევი 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი დაიწყეთ მიღება 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში. ნაყენი გააზავეთ მესამედი ჭიქა სუფთა წყლით.

ეს კოქტეილი მოგიხსნით თავში ხმაურს, თავის ტკივილს და ამინდზე დამოკიდებულების სხვა სიმპტომებს.

შესანიშნავია თრომბის პროფილაქტიკისთვის და მკურნალობს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს. რეკომენდებულია ნაყენი არითმიის, სისხლის მიმოქცევის სხვადასხვა დარღვევის დროს.

გარდა ამისა, ის შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა ნევროზის დროს (მიხაკის დამატების გარეშე), რადგან ხელს უწყობს ნერვული სისტემის გაძლიერებას. და ეს კოქტეილი ასევე ამცირებს ქალასშიდა წნევას და კურნავს სხეულის თითქმის ყველა სისტემას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება