კუჭი, ღვიძლი – კიდევ რისი განკურნება შეიძლება მიხაკის დახმარებით?!

სანელებლების მრავალფეროვნებას შორის მიხაკი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მას აქვს პიკანტური და ნათელი არომატი და ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სამკურნალო მიზნებისთვის.

წარმოგიდგენთ 5 ჯანმრთელობის პრობლემას, რომლებშიც მიხაკი დაგეხმარებათ.

არსებობს კარგი მიზეზი იმისათვის, რომ მიხაკი თქვენს სამზარეულოში ყოველთვის იყოს. მისი საჭმლის მომნელებელი და ანტიმიკრობული თვისებები მშვენივრად მუშაობს თერაპიული მიზნებისთვის. მიხაკს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ მედიცინაში, რადგან ხალხმა დიდი ხნის წინ იცოდა მისი ღირებული თვისებების შესახებ. სანელებელი სხვა არაფერია, თუ არა ხმელი მიხაკის კვირტი. მიხაკის კომპონენტები დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე და საჭმლის მომნელებელ ფუნქციებზე.

mixaki 1

როგორ შეიძლება მიხაკის გამოყენება ჯანმრთელობის მიზნებისთვის?

დავიწყოთ იმით, რომ ის ბუნებრივი სტიმულატორია. მიხაკს იყენებენ მაშინ, როცა საჭიროა მადის ამაღლება, ნაწლავებში გაზების მოშორება ან პირის ღრუს ინფექციები.

ამ მცენარის ექსტრაქტები და ზეთები გვხვდება კბილის პასტების, პროდუქტების შემადგენლობაში, რომელთა დანიშნულებაა სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობა.

სანელებლის შემადგენლობაში შედის ტანინები, ფლავონოიდები, სტეროლები და სხვა ნაერთები, რომლებიც სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

რას კურნავს მიხაკი?

1. საჭმლის მომნელებელი პრობლემები

ადამიანები დიდი ხანია იცნობენ მიხაკის საჭმლის მომნელებელ თვისებებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სანელებელი ააქტიურებს საჭმლის მონელებას და მოქმედებს გაზის გაზრდის წინააღმდეგ.

სანელებლების კარმინაციური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გამოიყენება ნაწლავის გაზების მოსაცილებლად და საჭმლის მონელების დროს. სხვა საკითხებთან ერთად, მისი ექსტრაქტი დადებითად მოქმედებს ცხოველებში წყლულების სამკურნალოდ. მსგავსი ეფექტი ადამიანებზე მეტ კვლევას მოითხოვს.

ინგრედიენტები:

  • ხმელი მიხაკის კვირტები – 5 ც.
  • სუფთა წყალი – 1 ჭიქა.

მომზადება:

  1. აადუღეთ 1 ჭიქა წყალი.
  2. მიხაკის კვირტები მოათავსეთ მდუღარე წყალში.
  3. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 10 წუთი.
  4. ახლა თქვენ შეგიძლიათ გადაწუროთ სითხე.

მიიღეთ დღეში ორჯერ ზედიზედ სამი დღე.

2. ყელის ტკივილი

სანელებლის ანტიმიკრობული თვისებები საზიანოა დაავადების გამომწვევი მიზეზებისთვის, რომლებიც იწვევენ ყელის ტკივილს.

ინგრედიენტები:

  • დაფქული მიხაკი – 5 გრ.
  • ბოლოკი – 1 ს.კ. (15 გრ.).
  • თაფლი – 15 გრ.

  • სუფთა წყალი – 1 ჭიქა.

მომზადება:

  1. შეუთავსეთ ყველა კომპონენტი და დაასხით 1 ჭიქა თბილი წყალი.
  2. გამოივლეთ ყელი ხსნარით 2-3 წუთის განმავლობაში.
  3. გაიმეორეთ მანიპულირება დღეში რამდენჯერმე.

3. პირის ღრუს მოვლა

მიხაკის გამოყენება მედიცინაში ასევე გულისხმობს პირის ღრუს ჰიგიენას. სანელებელი ანელებს პათოგენური ბაქტერიების ზრდას, რომლებიც იწვევენ ღრძილების დაავადებას, ამცირებს ნადების წარმოქმნას და ეხმარება კბილის ტკივილსა და უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ძლიერი კბილის ტკივილის დროს, უმჯობესია არ დააყოვნოთ სტომატოლოგთან შეხვედრის დანიშვნა.

ინგრედიენტები:

  • ოხრახუში – 2 ღერი.
  • ხმელი მიხაკის კვირტები – 3 ც.
  • სუფთა წყალი – 2 ჭიქა.

მომზადება:

  1. აადუღეტ წყალი.
  2. მდუღარე წყალში დაამატეთ ოხრახუში და მიხაკის კვირტები.
  3. შეამცირეთ ცეცხლი და ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში.
  4. დააფარეთ თავსახური და დაელოდეთ 10-15 წუთი.
  5. გადაწურეთ და გამოივლეთ პირის ღურში დღეში სამჯერ.

4. ღვიძლის ფუნქცია

მიხაკის კვირტები შეიცავს აქტიურ ნაერთს ევგენოლს, რომელიც აუცილებელია ღვიძლის ჯანმრთელობისთვის. შედეგად, მიხაკის მოხმარება მკურნალობს ცხიმოვან ღვიძლს და ოქსიდაციური სტრესის ეფექტებს. სანელებლის დადებითი ეფექტი აღინიშნა ისეთი სერიოზული დაავადების დროსაც კი, როგორიცაა ღვიძლის ციროზი.

ინგრედიენტები:

  • ხმელი მიხაკის კვირტები – 5 ც.
  • სუფთა წყალი – 1 ჭიქა.
  • თაფლი – 1 ს.კ.

მომზადება:

  1. აადუღეთ 1 ჭიქა წყალი.
  2. მიხაკის კვირტებს მოათავსეთ მდუღარე წყალი.
  3. დააფარეთ თავი და დააყოვნეთ 10 წთ.
  4. გადაწურეთ და დაუმატეთ თაფლი.

დალიეთ დღეში ერთხელ ორი კვირის განმავლობაში.

5. ხველა

მიხაკი შესანიშნავია ხველის და სხვა რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. სანელებლის აქტიური ნივთიერებები საზიანო გავლენას ახდენს ვირუსებზე და ბაქტერიებზე, რომლებიც თავს ესხმიან ფილტვებს. მიხაკი ასევე აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს.

ინგრედიენტები:

  1. ხმელი მიხაკის კვირტები – 3 ც.
  2. სუფთა წყალი – 1 ჭიქა.
  3. თაფლი – 1 ს.კ.
  4. ნახევარი ლიმონის წვენი.

მომზადება:

  1. აადუღეთ 1 ჭიქა წყალი.
  2. დაუმატეთ მიხაკი, ლიმონის წვენი, თაფლი
  3. დააფარეთ თავი და დააყოვნეთ 10 წთ.
  4. დალიეთ ერთი ჭიქა ეს სასმელი ყოველ საღამოს ძილის წინ, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

მიხაკი უდავოდ სასარგებლო და აუცილებელი სანელებელია. მაგრამ, როგორც ნებისმიერ პროდუქტს, მას აქვს მთელი რიგი უკუჩვენებები.

Facebook კომენტარები