mobliurebi
mobliurebi

კრუნჩხვები კუნტებში - როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა ისე, რომ აღარასოდეს შეგვაწუხოს?!

კუნთების კრუნჩხვები არის სპაზმები, რომლებიც წარმოიქმნება კუნთების უნებურად დაძაბვისას. ეს ჩვეულებრივ ხდება ღამით ან ვარჯიშის შემდეგ. სპაზმმა შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ დიდი ტკივილი.

ამ სტატიაში მოგიყვებით საკვებზე, საკვებ ნივთიერებებსა და საკვებ დანამატებზე, რომლებიც დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ეს უსიამოვნო მოვლენა, ასევე გავაუმჯობესოთ კუნთების საერთო მდგომარეობა.

მაგნიუმი

კუნთების სიჯანსაღეზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს მაგნიუმი, ელემენტი, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება ჩვენს საკვებში. ფაქტია, რომ ბოსტნეული და ხილი, რომელიც შეიცავს მას, არ შედის ადამიანების უმეტესობის ჩვეულ დიეტაში. გარდა ამისა, მაღაზიებსა და ბაზრებზე გაყიდული მცენარეული პროდუქტების ხარისხი ხშირად სასურველს ტოვებს.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგნიუმის ქლორიდი ან მაგნიუმის ციტრატი, როგორც დიეტური დანამატი, ასევე საკვები, რომელიც შეიცავს ამ ელემენტს:

  • მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (სალათის ფოთოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ისპანახი, ოხრახუში და ა.შ.)
  • კაკაო
  • გამომშრალი ხილი
  • ბარდა
  • ავოკადო
  • მთელი ბრინჯი
  • ბანანი

კალიუმი

კალიუმი არის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც საჭიროა კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ეს ელემენტი უნდა იყოს ნატრიუმთან დაბალანსებული, ასე რომ, თუ ნატრიუმის შემცველ საკვებს ძალიან ბევრს მიირთმევთ, ორგანიზმში კალიუმის ნაკლებობაა.

რა საკვები შეიცავს კალიუმს? :

  • პომიდორი
  • ბანანი
  • ხორბლის პროდუქტები
  • გამომშრალი ხილი
  • კარტოფილი
  • ნესვი

ჩვენს ორგანიზმში მაგნიუმის, კალიუმის და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტების საკმარისი რაოდენობით შესანარჩუნებლად კარგი საშუალებაა ყოველდღე ბოსტნეულის სალათის ჭამა, ეს არის მწვანე ფოთლები, ჩირი, მზესუმზირის თესლი, სეზამის თესლი და სხვადასხვა კულტურების ყლორტები.

კერძს განსაკუთრებული გემოს მისაცემად შეგვიძლია გამოვიყენოთ უმი ნიორიც.

ბუნებრივი საკვები დანამატები

  • ძახველის ნაყენი - ამ მცენარის ნაყენი სპაზმების ბუნებრივი საშუალებაა. ერთი ჩაის კოვზი ნაყენი უნდა განზავდეს ჭიქა წყალში. მიიღეთ საშუალება დღეში სამჯერ.
  • როზმარინი - ეს ბალახი ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და, შესაბამისად, ეხმარება კუნთების კრუნჩხვების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვარჯიში, გაჭიმვა და მასაჟი

კრუნჩხვების წინააღმდეგ ბრძოლაში ისეთივე მნიშვნელოვანია კონკრეტული ვარჯიშების შესრულება, როგორც სწორი კვება. მაგალითა:, შეგიძლიათ სეირნობა, ცურვა ან ველოსიპედის ტარება. გააკეთეთ გაჭიმვის ვარჯიშები.

და ბოლოს, მასაჟი იმ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივ ჩნდება კრუნჩხვები, ასევე დაგეხმარებათ. უმჯობესია მასაჟი ფიზიოთერაპევტის ან ოსტეოპათის მიერ იყოს გაკეთებული, მაგრამ პრობლემური უბნების შეზელვაც შეგიძლიათ, თუ ფიზიკურად ეს შესაძლებელია. ავიღებთ სეზამის ზეთს და მასში დავამატებთ ერთ-ერთი შემდეგი მცენარის ეთერზეთს: თხილის, როზმარინის, ან ყურძნის. მასაჟის დასრულების შემდეგ პირსახოცი უნდა დაიფაროთ და 15 წუთი მაინც იჯდეთ ასე, რომ პრობლემურ ზონაში თბილ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება