mobliurebi
mobliurebi

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიოთ კურკუმა წყალი დილით!

კურკუმა ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. აქტიური ნივთიერება კურკუმინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. კურკუმას წყალს, განსაკუთრებით ლიმონის წვენთან ერთად, აქვს მრავალი სამკურნალო თვისება.

აქ მოცემულია რამდენიმე დადებითი ეფექტი, რომელიც ამ ინფუზიას ექნება თქვენს სხეულზე.

kurkuma

1. ხსნის ართრიტისგან გამოწვეულ ტკივილს

კურკიმა ორგანიზმიდან თავისუფალ რადიკალებს შლის. სასმელის ყოველდღიური მოხმარება ათავისუფლებს ტკივილს სახსრებში და ამცირებს ანთებას.

2. არეგულირებს შაქრის დონეს

კურკუმა ხელს უწყობს ტიპი 2 დიაბეტის პრევენციას. თუმცა, თუ უკვე იღებთ მედიკამენტებს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ საშუალების მიღებასთან დაკავშირებით.

3. ამცირებს ანთებას

კურკუმინს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.

4. ხელს უშლის გულის დაავადებას

კიპკუმა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს არტერიებში ნადების დაგროვების თავიდან ასაცილებლად.

მოსამზადებლად აიღეთ:

  • 0,5 ჩ.კ კურკუმას ფხვნილი;
  • 0,5 ლიმონი;
  • თბილი წყალი;
  • თაფლი.

მომზადება:

ლიმონის წვენი ჩაწურეთ ჭიქაში. დაუმატეთ მას თბილი წყალი, კურკუმას ფხვნილი და თაფლი და კარგად ურიეთ.

როგორ გამოვიყენოთ კურკუმა ჯანმრთელობისთვის?

კურკუმა უხვად გამოიყენება თითქმის ყველა ინდურ კერძში. ალბათ ამიტომაა, რომ ინდოეთს აქვს ფილტვის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის და ძუძუს დაავადებების შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

ჩვენი კულინარიული ტრადიციები არ გვაძლევს საშუალებას მივირთვათ იმდენი კურკუმა, რომ დავაფასოთ მისი ყველა სამკურნალო თვისება. აქედან გამომდინარე, უფრო ადვილი იქნება კურკუმას გამოყენება ჯანსაღი სასმელის შემადგენლობაში.

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჩ.კ კურკუმას ფხვნილი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი
  • 1 ჩ.კ კარაქი
  • მწიკვი შავი პილპილი

მომზადება:

კურკუმას დაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ კარაქი და კარგად აურიეთ. ერთი მწიკვი წიწაკა საშუალებას მისცემს სუნელს უკეთესად შეიწოვოს ორგანიზმმა. უმჯობესია სასმელის დალევა დილით უზმოზე.

თბილი წყლის სარგებელი კურკუმასთან ერთად

უზმოზე უბრალო წყალიც კი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ კურკუმას უნიკალურ სამკურნალო თვისებებთან ერთად ეფექტი უზომოდ იზრდება!

  1. ის ხსნის ანთებას და ტკივილს ართრიტისა და ართროზის დროს.
  2. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ხელს უწყობს დიაბეტის განვითარების შეჩერებას ინსულინ-დამოუკიდებელ პაციენტებში.
  3. ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის სისხლძარღვებში ნადების წარმოქმნას.
  4. ასტიმულირებს ნაღვლის გადინებას.
  5. ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალიზებას.
  6. ასუფთავებს ღვიძლს ტოქსინებისგან, აღადგენს მის უჯრედებს.
  7. ხელს უწყობს ხანდაზმულებში ტვინის აქტივობას.
  8. ის ატუტეებს ორგანიზმს და ტუტე გარემოში, როგორც ცნობილია, პათოგენური მიკროორგანიზმები ვერ ვითარდება.
  9. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს.
  10. ხელს უწყობს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას და წონის დაკლებას.

თავად ხედავთ, რამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია ამ საოცარ მცენარეს. არ გადადოთ და დღესვე დაიყეთ მისი გამოყენება სასმელების სახით, ან დაუმატეთ საკვებს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება