mobliurebi
mobliurebi

თუ გაწუხებთ რევმატიზმი, რადიკულიტი ან თავის ტკივილი, შეგიძლიათ დაიდოთ პირშუხას კომპრესა!

როგორ მზაადედა პირშუშხას კომპრესა? ეს ძალიან მარტივი!

  1. დაახლოებით 10 სმ სიგრძის ფესვის ნაჭერს ვხეხავთ წვრილ სახეხზე,
  2. შემდეგ ვამატებთ ცოტა წყალს და ვურევთ. ნარევი კარგად უნდა შეერიოს ერთმანეთს.
  3. მიღებულ მასას თხელ ფენად ვათასებთ ნაჭრის ხელსახოციზე ან მარლაზე და ვიდებთ  სხეულის პრობლემურ ზონაზე.

gaxexili

თუ თავის ტკივილი გაწუხებთ:

დაიდეთ კომპრესი თავის უკანა მხარეს. 5 წუთის შემდეგ კი მოიხსენით ის. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, წინასწარ შეიზილეტ ზეთი იმ ადგილზე, სადაც პირსუშხას კომპრესა უნდა დაიდოთ.

პირშუშხას სპირტიანი ნაყენი დაგეხმარებათ არასამკურნალო ჭრილობების გაწმენდისა და დეზინფექციის შემთხვევაშიც:

  1. ფესვის ½ -ს ვხეხავთ წვრილ სახეხზე და ვასხამთ 70%-იან სპირტს.
  2. ვაჩერებთ 2 საათით თავდახურულ ჭურჭელში, სასურველია იყოს მინის ჭურჭელი.
  3. შემდეგი, ჩვენ ვფილტრავთ ნაყენს მარლის დახმარებით და ვაზავებთ წყლით თანაბარი პროპორციით 1:1.

ნაყენს დღეში რამდენჯერმე ვიდებთ კომპრესების სახით პრობლემურ ადგილებზე.

რადგან ზამთარია, აქვე გასწავლით როგორ გამოიყენოთ ეს საოცრად სასარგებლო მცენარე გაციების დროს და ასევე საჭმლის მონელების პრობლემების დროს!

ცხელების, გრიპის, საშარდე გზების ინფექციების დროს პირშუშხას ჩაი ნამდვილი სასწაულია!

1 ს.კ  პირშუშხას (დიდ ნაჭრებად გახეხეთ) დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 5 წუთი. მიიღეთ ეს ჩაი დღეში 3-4 ჭიქა.

საჭმლის მონელების დარღვევის დროს კი შეგიძლიათ 1 ჭიქა თბილ რძეში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი პირშუშხა (წვრილად გახეხეთ) და აურიეთ. ეს საშუალება უნდა დალიოთ დღეში ერთხელ, უმჯობესია საღამოს, ძილის წინ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება