გამოაჯანმრთელე პანკრეასი ჩვეულებრივი ფაფით!
პანკრეასი, მუცლის სიღრმეში მდებარე პატარა ორგანო, ორ მნიშვნელოვან და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს: საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობს და სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს. ერთმანეთისგან განსხვავდება პანკრეასის დაავადებებიც: მისი ზოგიერთი უჯრედის დაზიანება დიაბეტს იწვევს, ძლიერი ჩივილებით ვლინდება მწვავე პანკრეატიტი; ამის საპირისპიროდ, პანკრეასის კიბო, ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადება, დიდხანს შეუმჩნევლად მიმდინარეობს...
ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კი დაგეხმარებათ შემდეგი მარტივი რეცეპრი:
ინგრედიენტები:
- ფეტვი - 1 ჭიქა;
- წყალი - 2 ლ;
- გოგრა - 300 გრ.
მომზადების მეთოდი:
- დადგით წყალი ცეცხლზე და ადუღების შემდეგ დაუმატეთ კარგად გარეცხილი ფეტვი.
- ხარშეთ მანამ, სანამ პიურეს არ მიიღებთ.
- შემდეგ დაუმატეთ გოგრა (წინასწარ გახეხეთ მსხვილ სახეხზე).
- კიდევ ცოტათი მოხარშეთ პიურეს მსგავსი კონსისტენციის მიღებამდე.
ამ ფაფას მარილი და შაქარი არ უნდა დაემატოს. მაქსიმუმი, რისი საშუალებაც გაქვთ, არის 1 სუფრის კოვზი ზეთის დამატება.
მოხარშული ფეტვის პიურე უნდა მიირთვათ სადილად. ამ შემთხვევაში დღის განმავლობაში ნებადართულია ჩვეულებისამებრ ჭამა. მხოლოდ საღამოს მიირთვით გოგრა-ფეტვის პიურე ყოველგვარი დანამატების გარეშე. საერთო ჯამში, პანკრეასის ასეთი გაუმჯობესების კურსი 3 კვირა უნდა გაგრძელდეს.
არის ფეტვი თქვენი რაციონის ნაწილი? თუ არა, მაშინ აუცილებლად დაამატეთ იგი თქვენ კვებას! რადგან ეს მარცვლეული კვების პირამიდის საფუძველია, რაც ნიშნავს, რომ ის ჩვენს ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს. ასეც არის – ადამიანთა უმრავლესობა ყოველდღე მიირთმევს ხორბლის ან ჭვავის პურს, შვრიის, წიწიბურას ან ბრინჯის ფაფას... აი, ქერი და ფეტვი კი უსამართლოდ მივივიწყეთ.