10 საკვები, რომელიც ძალიან სასარგებლოა მაღალი წნევის დროს! - კაკაო, გოგრის თესლი, მწვანე ჩაი და სხვა.
ალბათ ყოველ თქვენგანს ჰყავს თითო-ოროლა ნაცნობი, წნევას რომ უჩივის. ეს არც არის გასაკვირი – არტერიული ჰიპერტენზია ხომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.
სტატისტიკის თანახმად, არტერიული ჰიპერტენზია შუახნის და ხანდაზმულ პირთა შორის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული პათოლოგია გახლავთ. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, იგი 18-დან 80 წლამდე ანუ, ფაქტობრივად, ყველა ასაკში გვხვდება და მოსახლეობის 12-50%-ს აწუხებს.
მოდით, გავიგოთ, რომელი საკვებით შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ პრობლემას:
1. უცხიმო ხაჭო ამაგრებს გულს, ხელს უწყობს ვაზოდილაციას, არის კალციუმის, მაგნიუმის და კალიუმის წყარო. ყოველდღე უნდა მიირთვათ მინიმუმ 100 გრამი ხაჭო.
2. წითელი ბულგარული წიწაკა შეიცავს C ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას. ჰიპერტენზიულ პაციენტებს მისი ჭამა შეძლებისდაგვარად სჭირდებათ. თუ ყოველდღიურად მიირთმევთ 2 ახალ წიწაკას, ეს დაფარავს ორგანიზმის საჭიროებას C ვიტამინზე.
3. ორაგული არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყარო და შესანიშნავია მაღალი წნევის შესამცირებლად. კარგია კვირაში 3-ჯერ 100-150 გრამის გამოყენება.
4. შვრიის ფაფა ჰიპერტონიულ მენიუში უნდა იყოს ყოველ დილით. კვლევებმა აჩვენა, რომ შვრია ორგანიზმის სელენით შევსების წყაროა, ის შეიცავს უამრავ ბოჭკოს.
5. გოგრის თესლი შეავსებს თუთიის დეფიციტს და გიხსნით გულის შეტევისგან. საკმარისია საჭმლის ნაცვლად დღეში 20 გრამის მირთმევა.
6. კაკაო აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას. მაგრამ ეს არის მაღალკალორიული სასმელი. საკმარისია კვირაში 1-2 ჭიქა, მეტი არა.
7. უცხიმო რძე შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ვიტამინებს და აუმჯობესებს ჰიპერტონული პაციენტების მდგომარეობას. შეგიძლიათ დღეში 3 ჭიქამდე დალიოთ.
8. შავი შოკოლადი აძლიერებს გულის კუნთს, შეიცავს ანტიოქსიდანტებს და შეუძლია არტერიული წნევის დაქვეითება 5-10 მმ-ით. არ არის აუცილებელი დიდი რაოდენობით მირთმევა.
9. ნუში შეიცავს მონო ცხიმებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ეს თხილი შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, E ვიტამინს - ეს არის ყველაფერი, რაც საჭიროა წნევის შესამცირებლად.
10. მწვანე ჩაი რეგულარულად გამოყენებისას ხსნის ქოლესტერინის საცობებს, შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს და ხელს უშლის ორგანიზმის დაბერების პროცესს. იაპონიაში ჰიპერტენზია თითქმის არ არის და მსოფლიოში ადამიანების უმეტესობა მწვანე ჩაის სვამს.