თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად გთავაზობთ 3 ხალხურ რეცეპტს! 100%-ით ნატურალური და ბუნებრივი საშუალება!

თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად გთავაზობთ 3 ხალხურ რეცეპტს! 100%-ით ნატურალური და ბუნებრივი საშუალება!

  1. თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ნიგვზით, მანდარინითა და ქიშმიშით.
    აუცილებელია, პირველ რიგში, ყველაფერი გავაკეთოთ სისტემატურად, დიდი ხნის განმავლობაში. ყოველ დილით თქვენ უნდა მიირთვათ 1 მანდარინი, პატარა მწიკვი ქიშმიში და 3 ნიგოზი. სწორედ ამ თანმიმდევრობით. არ აურიო ერთმანეთს. ამის შემდეგ 20 წუთის განმავლობაში არაფრის ჭამა და დალევა არ შეიძლება. შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ ერთი ჭიქა წყალი და მიირთვათ საუზმე. უმჯობესია ამ კურსის ჩატარება მინიმუმ 3 თვის და მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.
  2. თავის ტვინის სისხლძარღვების ნივრით გაწმენდა.
    აიღეთ 1 თავი ნიორი, დაჭყლუტეთ, დაასხით ერთი ჭიქა არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი. მოათავსეთ მაცივარში ქვედა თაროზე. მეორე დღეს გააკეთეთ შემდეგი: გამოწურეთ წვენი 1 ლიმონისგან. ნარევი შემდეგნაირად უნდა მიიღოთ: აურიეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზ ნივრიან ზეთს. მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 1-3 თვეა. შემდეგ შეისვენეთ და გაიმეორეთ ეს კურსი.
  3. “სიცოცხლის ელექსირი”.
    მიიღეთ თაფლი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი თანაბარი პროპორციით (1:1:1). ყველაფერი აურიეთ და მიიღეთ დილით უზმოზე ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 ჩაის კოვზი. შესანიშნავად წმენდს სისხლძარღვებს, აქრობს თავის ტკივილს და აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას!

ეს ის რეცეპტებია, რომელთა გაზიარება მინდოდა თქვენთვის. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს მრავალი სხვა რეცეპტი ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად. თუმცა მე გიზიარებთ მხოლოდ იმ რეცეპტებს, რაც პრაქტიკაშია გამოცდილი და გამოუცდიათ ჩემს ახლობლებს და მათ შორის მეც.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. იმუშავე საკუთარ თავზე. იკვებეთ სწორად, ჩართეთ შესაძლებელი ფიზიკური ვარჯიშები.

გიცდიათ რომელიმე მათგანი? ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ეს მეთოდები რომ ეფექტურად აირიდოთ თავიდან აღნიშნული პრობლემები. ისინი მოგიტანთ შვებას და დაგეხმარებიან უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებაში.

გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას, ჯანსაღ სისხლძარღვებს, შესანიშნავ მეხსიერებას და ცხოვრების მაღალ ხარისხს!

Facebook კომენტარები