ხალხური რეცეპტი თირკმლის კენჭების თავიდან ასაცილებლად! გიზიარებთ მეთოდს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე!

2021 წელს ამ პრობლემის წინაშე დავდექი და საშინელი ტკივილები განვიცადე. ბებოს მეგობარმა, რომელიც საავადმყოფოში მუშაობს, გამიზიარა რეცეპტი, რომელმაც მიხსნა ამ საშინელი პრობლემისგან.

როგორც მან ამიხსნა, ხშირად ტკივილს თირკმლის და საშარდე გზების კენჭებს უკავშირებენ, თუმცა შესაძლოა კენჭის არსებობა ძლიერი ტკივილით ან სიმპტომების გარეშეც მიმდინარეობდეს. ეს ყოველივე დამოკიდებულია კენჭის მახასიათებლებზე, როგორიცაა: ზომა, ფორმა, სტრუქტურა და მდებარეობა (თირკმელში ან საშარდე გზებში.)

ძლიერი ტკივილის დროს ხდება კენჭის გაჭედვა საშარდე მილში და აფერხებს შარდის ნორმალურ გადინებას, შესაბამისად ხდება შარდის დიდი რაოდენობით დაგროვება თირკმელში, რაც იწვევს გაუსაძლის ტკივილს წელის არეში, ტკივილი უკნიდან წინა მხარეს გადმოდის და არ ჩერდება იმ შემთხვევაშიც კი თუ პოზიციას შეიცვლით.

მე თქვენ გაგიზიარებთ ამ რეცეპტს, მაგრამ მაინც არ გირჩევთ რაიმე სახის მკურნალობის დაწყებას ექიმთან ვიზიტის გარეშე.

ხახვი და შაქარი დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგზავრებაში!

shakari da

ინგრედიენტები:

  • ხახვი – 2 კგ;
  • შაქარი – 2 კგ.

მომზადება:

  1. გაფცქვნილი ხახვი დავჭრათ პატარა კუბებად ან გავხეხოთ.
  2. დაამატეთ შაქარი.
  3. გადაიტანეთ ქვაბში და დადგით პატარა ცეცხლზე, ადუღეთ 2 საათი (არ დაგავიწყდეთ მორევა, რომ არ დაიწვას!).
  4. შედეგად მიიღებთ დაახლოებით 2 ლიტრ ქარვისფერ მასას.

Როგორ გამოვიყენო?

მიირთვით 1 ს.კ. სამჯერ დღეში ჭამის წინ. დალიეთ სუფთა წყალი. შეინახეთ პროდუქტი მაცივარში. მომზადებული მოცულობა დაახლოებით 3 კვირა გეყოფათ.

როგორც პრაქტიკამ მიჩვენა, ქვიშა და პატარა კენჭები 3-5 დღედან იწყებს გამოსვლას. როდესაც ქვები იშლება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ისინი ასატანია, არ უნდა შეგეშინდეთ, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

Facebook კომენტარები