თაფლით სარგებლობის საიდუმლო! ამ პროდუქტში შემავალი ვიტამინები და მინერალები მას ნამდვილად შესანიშნავს ხდის!

თაფლის მირთმევის სარგებელი:

1. მეტი ენერგია.

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თაფლი სპორტსმენებისთვის ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ ენერგიის მომატებისა და აღდგენის ეფექტური წყაროა. ეს იმიტომ ხდება, რომ სხვა ნახშირწყლებისგან განსხვავებით, თაფლი არ ამცირებს სისხლში შაქარს საწყისი მატების შემდეგ.

ეს კარგი ამბავია ყველასთვის და არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის. შეეცადეთ მიირთვათ ტოსტის ნაჭერი 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად.

2. ჭრილობების და დამწვრობის შეხორცება.

ექიმების თქმით, ცაცხვის თაფლი განსაკუთრებით კარგია ჭრილობების სამკურნალოდ. ეს იმის გამო ხდება, რომ მას აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები. წაისვით თაფლი პირდაპირ დაზიანებულ ადგილზე. მისი გამოყენება ასევე შეგიძლიათ აკნეს სამკურნალოდაც.

3. ხველის მკურნალობა.

მხოლოდ 2 ჩაის კოვზი თაფლის მიღებამ ძილის წინ 30 წუთით ადრე შეიძლება ჩაახშო ღამის აუტანელი ხველა. ეს მეთოდი უსაფრთხო და ეფექტურია მოზრდილებისა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

4. გულისრევის მოშორება.

თაფლი ლიმონთან ერთად გულისრევის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი საშუალებაა. ამ მეთოდს მიმართავს ბევრ ორსულ ქალი, რომლებსაც “დილის ავადმყოფობა” აწუხებთ. ლიმონის შემკვრელი გემო ასუფთავებს კუჭს. მაგრამ მაქსიმალური ეფექტურობისთვის მას თაფლის მსგავსი კომპანიონი სჭირდება.

5. მაღალი წნევის დაქვეითება.

თაფლი შეიცავს ნახშირწყლების სპეციალურ ტიპს, რომელიც ცნობილია როგორც ოლიგოსაქარიდები. ეს ნახშირწყალი არის როგორც ანტიოქსიდანტი, ასევე შესანიშნავი მექანიზმი არტერიული წნევის შესამცირებლად. თუ არტერიული წნევა გაწუხებთ, კარგი იქნება თქვენს ყოველდღიურ რაციონში დაამატოთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი.

6. მშვიდი ძილი.

ექიმის ნ.კაპანაძე ამტკიცებს, რომ მცირე რაოდენობით თაფლისა და ჰიმალაის მარილის მირთმევა დაგეხმარებათ მშვიდ ძილში. განმარტავს, რომ ის მუშაობს, რადგან ჰიმალაის მარილი შეიცავს მაგნიუმს, რომელიც ამცირებს სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონეს და აადვილებს დაძინებას. მეორეს მხრივ, თაფლი ეხმარება სხეულს ძილის დროს ღვიძლისა და სხვა ორგანოების განკურნებით. ექიმის გვირჩევს, 5 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ჰიმალაის მარილი შეურიოთ და ქილაში შევინახოთ. ყოველ ღამე 1 ჩაის კოვზი ნარევი მოითავსეთ ენის ქვეშ.

7. ცხიმის წვა.

თაფლი არა მხოლოდ გაძლევთ მეტ ენერგიას, არამედ გეხმარებათ ცხიმების დაწვაში! ძილის წინ ერთი კოვზი თაფლის მიღება დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, რადგან თაფლი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ამცირებს სტრესის ჰორმონებს ძილის დროს. სცადეთ დარიჩინის და თაფლის ჩაი დეტოქსიკაციისთვის.

თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და უგემრიელესი ნატურალური პროდუქტია პლანეტაზე და გასაოცარია, რომ ის ამდენად სასარგებლოა ჯანმრთელპბისათვის! რატომ ვიყენებთ მას ასე იშვიათად?!

დაამატეთ 1 ჩაის კოვზი დილის ჩაის. სცადეთ დაამატოთ ის თქვენს ყავაში ან წაისვით მთლიან მარცვლოვან ტოსტზე. შეურიეთ იოგურტს ან დაამატეთ თქვენს საყვარელ ხილის სალათს. გამოყენება, ისევე როგორც მისი სარგებელი, უსასრულოა!

Facebook კომენტარები