mobliurebi
mobliurebi

რატომ იკეთებენ ღამით ქუსლებზე იოდის ბადეს? ეს ნამდვილად დაგაინტერესებთ!

რატომ იკეთებენ ქუსლებზე ღამით იოდის ბადეს, ადვილი გასარკვევია. ამ ხსნარს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. დიდი ხანია ითვლებოდა, რომ იოდის ბადე გვეხმარება სხვადასხვა დაავადებების განკურნებაში.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ასეთი ხალხური საშუალება იშვიათად გამოიყენება, ვეცადოთ რომ არ დავივიწყოთ!

რა არის სასარგებლო იოდის ბადეში?

სამეცნიერო და სამედიცინო სფეროებში იოდის ხსნარის ერთი თვისება დიდი ხანია შეინიშნება რომ მას შეუძლია შეიწოვოს ორგანიზმში კანის მეშვეობით.

დროთა განმავლობაში იოდის ბადე ერთგვარ ლაკმუსის ტესტად იქცა. ითვლებოდა, რომ თუ ღამით ის კანიდან გაქრა, მაშინ სხეულს არ ჰქონდა საკმარისი იოდი.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ფარისებრი ჯირკვლის გაუმართაობა ხშირად გამოწვეულია ორგანიზმში იოდის არასაკმარისი შემცველობით.

იცოდით, რომ უძველესი დროიდან გაციების დროს ხალხი იოდის ბადეს იყენებდა?

იოდი ასევე ეხმარებოდა სისხლჩაქცევების გაწოვას! ექიმები გვირჩევენ მხოლოდ იოდის ბადის გამოყენებას დაზიანებიდან 2-3 დღის შემდეგ. ეს თავიდან აიცილებს კანის დამწვრობას.

იოდის ბადის დახმარებით შეგიძლიათ გაუმკლავდეთ შემდეგ უსიამოვნო პირობებს:

  • ცუდი განწყობა და ხასიათის ცვალებადობა;
  • სტრესული სიტუაციები;
  • ნერვული დაძაბულობა;
  • აპათია;
  • კონცენტრაციის დაქვეითებით გამოწვეული ყურადღების გაფანტვა;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • ფეხების შეშუპება.

როგორ წავისვათ იოდის ბადე ქუსლებზე სწორად?

ექიმები აფრთხილებენ, რომ იოდის ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა. ამიტომ, იგი უნდა გამოიყენოთ ბადის სახით.

ამისთვის იღებენ ბამბის ჩხირებს და ქუსლების კანზე „კლეტკებს“ ისვამენ. სასურველია, რომ ხაზები იყოს თხელი, ხოლო უჯრედების ზომა დაახლოებით 1x1 სანტიმეტრია.

გარდა ამისა, ექსპერტები გვირჩევენ იოდის ბადის გამოყენებას სატესტო რეჟიმში. ამისათვის მას ძილის წინ ორივე ქუსლზე ისვამენ. დილით უყურებენ, თუ ბადე გაქრა, მაშინ ორგანიზმში საკმარისი იოდი არ არის. თუ "ნახატი" შესამჩნევია, მაშინ იოდის შემცველობა ნორმალურ დიაპაზონშია.

რეკომენდებულია იოდის ბადის წასმა კვირაში 3-4 ჯერ ქუსლებზე სუფთა კანზე.

თეთრეულის შეღებვის შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად, იოდის გაშრობის შემდეგ, შეგიძლიათ ჩაიცვათ წინდები.

ექიმები გირჩევენ არ გააგრძელოთ ამ სახის მკურნალობა დიდი ხნით, რადგან იოდის ჭარბი რაოდენობა ისეთივე საზიანოა ორგანიზმისთვის, როგორც მისი დეფიციტი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება