უმარტივესი გზა გაფართოებული ფორების შესამცირებლად!
ფორების დახშობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაიწმინდოთ სახე ყოველ საღამოს ძილის წინ. ეს ამოიღებს ჭუჭყს და ტოქსინებს ფორებიდან, რომლებიც დაგროვდება თქვენს კანზე მთელი დღის განმავლობაში. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ დამატენიანებელი კრემის წასმა.
- დალიეთ საკმარისი წყალი
დალიეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი ყოველდღე. წვენები და ჩაი არ ითვლება: სცადეთ დალიოთ ორი ლიტრი სუფთა წყალი. თქვენს მთელ სხეულს სჭირდება დატენიანება, რომ სწორად იმუშაოს, კანის ჩათვლით.
- მიიღეთ ვიტამინი C
ვიტამინი C არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. მისი ჭამა ჯანმრთელობისთვის ბევრ სარგებელს მოგიტანთ, განსაკუთრებით თქვენი კანისთვის. მისი მოხმარების უმარტივესი გზა ციტრუსის ხილის ჭამაა. მიირთვით თქვენი რჩეული, მაგრამ არ გადააჭარბოთ.
- ნუშის ნიღაბი
კიდევ ერთი ძალიან ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა ნუშის ნიღაბი. ფორების შესამცირებლად კანზე წაისვით ნუშის ფქვილი. თუ ამ პროდუქტს სუპერმარკეტში ვერ იპოვით, არ ინერვიულოთ: თავად მოამზადეთ ფქვილი!
ინგრედიენტები: 1/3 ჭიქა ნუში და წყალი
მომზადება: ნუში დაფქვით ყავის საფქვავში და მიიყვანეთ ფხვნილის კონსისტენციამდე. ნუშის ფქვილი მოათავსეთ თასში და თანდათან დაუმატეთ წყალი, სანამ პასტასმაგვარი მასა არ გახდება. წაისვით პასტა ფორების გასახსნელად და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კარგი შედეგის მისაღწევად, თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ.
- მოიშორეთ მაკიაჟი ყოველ საღამოს
არასოდეს არ უნდა დაიძინოთ მაკიაჟით! კოსმეტიკა შეიცავს ზეთებსა და ქიმიკატებს, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ კანს.
როცა სამსახურიდან ან წვეულებიდან სახლში ბრუნდებით, არ დაგავიწყდეთ მაკიაჟის მოცილება. თუ სპეციალური მაკიაჟის მოსაშორებელი ამოიწურათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელუხლებელი ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონი.
- რეგულარულად გაიწმინდეთ სახე
სხვადასხვა მიზეზის გამო, შეიძლება გაგიჭირდეთ ყოველდღე ყველა რეცეპტის მომზადება. თუმცა აუცილებელია რომ არ გამოტოვოთ გაწმენდის და აქერცვლის საფეხური.
ინგრედიენტები: ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი თაფლი.
მომზადება: შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, სანამ თაფლი და შაქარი მთლიანად არ გაიხსნება ლიმონის წვენში. წაისვით ნაზად თითის წვერებით და შეიზილეთ სახეზე და კისერზე წრიული მოძრაობებით. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
- გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება
არასოდეს მოახვედროთ თქვენი კანი მზეზე დაცვის გარეშე. მზისგან დამცავი SPF 40 ან მეტი უნდა წაისვათ სახეზე. ასევე ჯობია შუა დღეს საერთოდ არ იყოთ მზეზე. შუადღის მზე ძალიან საზიანოა კანისთვის და, გარდა ამისა, შეიძლება გამოიწვიოს კანის დაავადებები.
ახლა, როცა იცით გაფართოებული ფორების პრობლემის გადაჭრის ეს გზები, უბრალოდ არ დაიზაროთ მათი რეგულარულად გამოყენება და მაშინ თქვენი სახის კანი ყოველთვის იქნება კაშკაშა, ჯანსაღი და ნაზი!