ეს არის სილამაზისა და ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირი!

დალიეთ ეს სასმელი კვირაში რამდენჯერმე – თქვენი კანი იდეალურ მდგომარეობაში იქნება. გაგიკვირდებათ, რამდენად მარტივია ყველაფერ!

ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია და ყველას სამზარეულოშია!

გამოიყენეთ სილამაზისა და ახალგაზრდობის რეცეპტი ახლავე – ეს არის ნამდვილი ვიტამინის ბომბი!

კოქტეილი ეხმარება გაუმკლავდეს აკნეს, გაღიზიანებას, სიმშრალეს და სიწითლეს. ეს სასმელი არის ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობი. მისი სასწაულებრივი თვისებების წყალობით, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონის დეფიციტი.

სტაფილოს წვენისა და ჯანჯაფილის სარგებელი:

stafilo janjafilი

სტაფილოს წვენი და ჯანჯაფილი ძალიან გემრიელი და უაღრესად ჯანსაღი კომპოზიციაა ორგანიზმის A, C და E ვიტამინებით შესავსებად.

ეს არის დაბალკალორიული პროდუქტი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 130 კალორიას თითო ჭიქაში და შესანიშნავი შემცვლელია ჩვეულებრივი მაღაზიაში შეძენილი წვენების ან გაზიანი სასმელებისთვის, რომელსაც ყიდულობთ წყურვილის მოსაკლავად.

ეს კოქტეილი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების უკეთ ფუნქციონირებას და ამარაგებს კანს მისთვის საჭირო ნივთიერებებით.

ამ სასმელის რეგულარული გამოყენებით, კანის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება!

ეს იმიტომ ხდება, რომ A და C ვიტამინების მაღალი კონცენტრაცია ზრდის კოლაგენის გამომუშავებას, ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია ახალგაზრდული და უნაკლო კანის შესანარჩუნებლად.

ეს სმუზი ასევე შეიცავს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან რაოდენობას ვიტამინ E-ს, ანტიოქსიდანტს, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავ დაცვას ოქსიდაციური დაზიანებისგან და ჭარბი ულტრაიისფერი სხივებისგან.

გარდა ამისა, ეს სასმელი შესანიშნავად აძლიერებს იმუნურ სისტემას!

როგორ მოვამზადოთ და მივირთვათ ეს კოქტეილი?

ამ კოქტეილის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება და სავსებით საკმარისია მისი დალევა კვირაში 3-ჯერ.

სასმელს აქვს ძალიან სასიამოვნო ეფექტი: გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, მნიშვნელოვნად ზრდის ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას. ამიტომ უმჯობესია მისი დალევა დილით.

დაგჭირდებათ:

  • 8 საშუალო სტაფილო,
  • 3 ფორთოხალი,
  • 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
  • ½ ჩაის კოვზი კურკუმა
  • თაფლი (სურვილისამებრ, თუ გსურთ დატკბობა)

მომზადება: 

  1. გათალეთ სტაფილო და გამოწურეთ ჭვენი.
  2. გამოწურეთ წვენი ფორთოხლისგანაც.
  3. სტაფილოს წვენი, ფორთოხლის წვენი, ჯანჯაფილი და კურკუმა აურიეთ ბლენდერში.
  4. ურიეთ სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას!

შეგახსენებთ, რომ უმჯობესია ეს კოქტეილი მიირთვთ უზმოზე.

Facebook კომენტარები