წლები ვებრძოდი ზამთარში ხელების სიმშრალეს, სანამ არ ვიპოვე ეს არაჩვეულებრივი საშუალება!

წლებია შემოდგომა-ზამთრის პერიოდის დადგომასთან ერთად მაწუხებს ხელების სიმშრალე, რომელსაც ვერაფრით ვუშველე. ბოლოს ჩემმა თანამშრომელმა მასწავლა ეს მეთოდი და 3 წელია აღარ მეშინია ცივი სეზონების დადგომის, რადგან ვიცი, ეს დისკომფორტი აღარ შემაწუხებს!

ეს საშინაო პროცედურა თქვენს ხელებს კანს უნაკლოდ ახალგაზრდასა და ლამაზს გახდის! სულ რამდენიმე გამოყენება და გამომშრალი კანი თქვენს ხელებზე სრულიად გაქრება!

ქალის ხელების თხელი და ნაზი კანი ყველაზე დაუცველია. ამინდის პირობები, სარეცხი საშუალებები და ხშირი კონტაქტი წყალთან აზიანებს და ნაადრევად აბერებს ჩვენს ხელებს. უფრო მეტიც, ხელების კანში კანქვეშა ცხიმი ძალიან ცოტაა. თითებში კი ის საერთოდ არ არის. თქვენ მუდმივად უნდა იზრუნოთ მათ კვებაზე და დატენიანებაზე.

სახლში პარაფინის პროცედურის გასაკეთებლად დაგჭირდებათ გარკვეული აღჭურვილობა.

აქ არის დეტალური სია:

  • აბაზანა, სადაც ხელები იქნება დაფარული;
  • კოსმეტიკური პარაფინი, რომელიც პროცედურის დაწყებამდე უნდა გადნეს;
  • კოსმეტიკური კომპონენტები – სკრაბი, გამწმენდი ლოსიონი, ხელის კრემი;
  • რამდენიმე ცელოფნის პარკი;
  • თბილი ხელთათმანები.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ?

parafini 1

  1. სანამ წყლის აბაზანაში პარაფინი გადადის მყარი მდგომარეობიდან თხევად მდგომარეობაში, ხელებს ვიბანთ და სკრაბით ვწმენდთ. კანის პირსახოცით გაშრობის შემდეგ წაისვით კრემი.
  2. ჩაასხით თხევადი პარაფინი ჭურჭელში და მოათავშეთ ხელები შიგნით. დარწმუნდით, რომ პარაფინი არ არის ძალიან ცხელი.
  3. ხელებს პარაფინში ვაჩერებთ 8-10 წამი, შემდეგ ამოვიღოთ, 8-10 წამით ჰაერში გავაჩეროთ და ისევ ჩავდოთ აბაზანაში. ჩვენ ვიმეორებთ ამ მოქმედებას 7-ჯერ.
  4. ხელები დაფარული იქნება პარაფინის სქელი გარსით. ზემოდან ვიცვმთ პარკებს და შემდეგ კი ხელთათმანებს.
  5. მოლოდინის პროცესში, ხელებში სასიამოვნო სითბოს იგრძნობთ, 25-30 წუთის განმავლობაში.
  6. შემდეგ ხელებს ვასუფთავებთ პარაფინისგან.

parafini

აფთიაქში პარაფინის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პროდუქტის ვარგისიანობის ვადას. პარაფინი თერაპიისთვის უნდა იყოს მაღალი ხარისხის და რა თქმა უნდა ახალი!

სცადეთ ეს მეთოდი და გამიზიარეთ თქვენი შედეგი.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

Facebook კომენტარები