აი, რა ემართება თქვენს ღვიძლსა და ტვინს, როცა კურკუმიან წყალს სვამთ!

დღეში ნახევარი ჩაის კოვზმა კურკუმამ შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია მთელ მსოფლიოში მისი მრავალი სამკურნალო თვისების გამო.

თუმცა, არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ მისი ყოველდღიური მოხმარება აუმჯობესებს ღვიძლისა და ტვინის ჯანმრთელობას.

  • კურკუმა, როგორც ღვიძლის დაავადებბეის პრევენცია:

ამ სანელებელს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, ექსპერტებმა მისი ეფექტის შესწავლა ღვიძლის დაცვის კუთხით ოცი წლის წინ დაიწყეს.

მათ აღმოაჩინეს, რომ კურკუმა ძალზე სასარგებლოა მისი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტების გამო.

მისი აქტიური ნივთიერება, კურკუმინი, ამცირებს ღვიძლის დაავადებების რისკს, რადგან ამცირებს ადამიანის კანცეროგენების (როგორიცაა თიოაცეტამიდის) ზემოქმედებას ღვიძლზე.

  • კურკუმა ტვინის ჯანმრთელობისთვის:

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

კერძოდ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კურკუმინი აფერხებს ბეტა-ამილოიდური დაფების დაგროვებას, რომლებიც ალცჰეიმერის დაავადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

გარდა ამისა, მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები შეიძლება იყოს დიდი დახმარება ალცჰეიმერის დაავადების შემთხვევაში, რადგან ისინი ამცირებენ ანთებით და ჟანგვითი აგენტებით გამოწვეულ ზიანს. სხვა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს სასწაულებრივი სანელებელი ასევე სასარგებლოა დეპრესიის სამკურნალოდ.

გთავაზობთ 2 რეცეპტს, კურკუმას ყოველდღიური გამოყენებისთვის:

kurkuma

1. კურკუმა და ქოქოსის ზეთი.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ.კ კურკუმა
  • 1 ს.კ ქოქოსის ზეთი
  • 2 ჭიქა ქოქოსის რძე
  • 1 მწიკვი შავი პილპილი

მომზადების მეთოდი:

  1. ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  2. შემდეგ დაელოდეთ რომ ნარევი ოდნავ გაცივდეს და დალიეთ.
  3. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ეს ნარევი სუპებში ან სხვა რეცეპტებში.

2. კურკუმიანი წყალი.

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჩ.კ კურკუმა
  • 1-2 ჭიქა წყალი

მომზადების მეთოდი:

  1. ჯერ წყალი აადუღეთ, დაუმატეთ კურკუმა და კიდევ 10 წუთი ადუღეთ.
  2. შემდეგ დაელოდეტ რომ სასმელი ცოტა გაცივდეს და შეგიძლიათ დალიოთ.

ისიამოვნეთ ამ სანელებლის ჯანმრთელობის ხელშემწყობი თვისებებით დაუყოვნებლივ!

Facebook კომენტარები