აი, რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყავას ცარიელ კუჭზე დალევთ!

ჩვენ ყველას გვიყვარს ყავა და ვიცით მისი ჯანმრთელობის სარგებელიც და უკუჩვენებაც. თუმცა, უარის თქმა მასზე ბევრისთვის რთულია. მაგრამ ჭკვიანურია თუ არა მისი უზმოზე დალევა?

კვლევამ აჩვენა, რომ დილის ყავა ცარიელ კუჭზე იწვევს საჭმლის მომნელებელ სისტემაში მავნე მჟავის გამოყოფას, რომელსაც მარილმჟავა ეწოდება. ეს მჟავა ხელს უშლის ცილების მონელებას და დაშლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ეს პრობლემები მოიცავს ნაწლავის გაღიზიანებასა და შებერილობას.

დილით უზმოზე ყავის დალევის თავიდან აცილების კიდევ ერთი მიზეზი:

ყავა იწვევს კორტიზოლის დონის სწრაფ მატებას, ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია სიფხიზლეზე, ასევე სხეულის საათის რეგულირებაზე. ასეთი მკვეთრი ზრდის შემდეგ ორგანიზმის სტაბილიზაციას დიდი დრო სჭირდება, რაც შეიძლება ძალიან საზიანო იყოს.

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყავის მოხმარება გაღვიძებისას გაზრდის კუჭის მჟავას დონეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა ან ღებინებაც კი.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ყავის ეს უარყოფითი შედეგები და ისარგებლოთ მისი ჯანმრთელობის მრავალი სარგებელით, შეეცადეთ მიირთვათ რაიმე მანამ, სანამ მიირთმევთ თქვენს საყვარელ ჭიქა ყავას. მაგალითად, ვაშლი ან შვრიის ფაფა. ან დაამატეთ რძე თქვენს  ყავას და ამგვარად ისიამოვნეთ!

თუ ყავას მხოლოდ ენერგიისთვის მიირთმევთ, არსებობს სხვა საშუალებებიც, რომლებიც ისეტივე ეფექტურია, როგორც ფინჯანი ყავა უზოზე, და ამასთანავე, არაა საზიანო თქვენი ორგანიზმისთვის.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ალტერნატივას, რომლებიც თავისი გამამხნევებელი ეფექტით ყავას არაფრით ჩამოუვარდება:

  • კაკაო და ცხელი შოკოლადი

სამუშაო დღის მანძილზე ენერგიულად დამუხტვისთვის ძალიან სასარგებლოა ერთი ჭიქა კაკაო. კვების სპეციალისტები გვირჩევენ მას მივატანოთ მწარე შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით.

  • მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის ერთი ჭიქა დილიდან დაგმუხტავთ ძალებით, რომელიც მთელი დღის მანძილზე გეყოფათ.

  • ჭარხლის წვენი

მის მოსამზადებლად ერთ სუფრის კოვზ გამხმარ ჭარხალს ასხამენ მდუღარეს და დგამენ ხუთი წუთით.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და იყავით მუდამ ჯანმრთელი!

Facebook კომენტარები