სახის ღრმა წმენდა მხოლოდ ერთ პროცედურაში! ამ უმარტივეს მეთოდს ვურჩევ ყველას!

სახის კანი ყველა ქალის მუდმივი საზრუნავია. იდეალური ეფექტის მისაღწევად თანამედროვე კოსმეტოლოგიაში უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა ყველა მანიპულაცია სახის ღრმა წმენდით იწყება.

სახის ღრმა წმენდა ებრძვის გამონაყარს, აფერხებს ასაკობრივ ცვლილებებს, წმენდს კანს ზედაპირული და ღრმა დაბინძურებისგან, აღადგენს მის დამცავ ფუნქციას და აშორებს გარქოვანებული უჯრედებისა თუ ცხიმოვანი ჯირკვლების გამონაყოფს. პროცედურის ჩატარება ყველა ტიპის კანისთვის, ნებისმიერ სეზონზეა რეკომენდებული.

სახის ღრმა წმენდისთვის საჭიროა:

  • თაფლი – 0,5 ჩ/კ
  • ასპირინის 3 ტაბლეტი
  • რამდენიმე წვეთი წყალი

taflis da aspirinis nigabi

ნიღაბი მოქმედებს როგორც პილინგი, ასუფთავებს კანის ზედა ფენას, აპრიალებს მას, არბილებს უთანასწორო ადგილებს და ამცირებს ნაოჭებს.

მჟავა კარგად ეხმარება ცხიმიანი და ფოროვანი კანის მოვლას, ასევე გაცვეთილს. თაფლი კი კვებავს და ატენიანებს.

თუ თაფლს ვერ იყენებთ, მაშინ ასპირინი შეურიეთ არაჟანს ან ნაყიდ ნაღების ნიღაბს.

  1. ასე რომ, ჩვენ ვიღებთ 3 ასპირინის ტაბლეტს, მათზე სიტყვასიტყვით ერთ წვეთ წყალს ვაწვეთებთ.
  2. ერთი წუთის შემდეგ, ტაბლეტები შთანთქავს წყალს და გახდება ფხვიერი.
  3. შემდეგ დააქუცმაცეთ ტაბლეტები. დაუმატეთ 0,5-1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ.

წაისვით ნიღაბი სუფთა, მშრალ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ წრიული მოძრაობებით სველი ხელებით. არ შეიზილოთ და არ დააჭიროთ ხელები ძლიერად, მოძრაობები უნდა იყოს ნაზი და დელიკატური.

გაიკეთეთ ეს ნიღაბი რეგულარულად, კვირაში ერთხელ.

მალევე შეამჩნევთ, როგორ გაბრწყინდება თქვენი სახის კანი, მოშორდება მკვდარი, უსიცოცხლო კანის უჯრედები, რაღაც დონეზე შეივსება და შეუმჩნეველი გახდება ასაკისგან გამოწვეული ნაოჭები და გაქრება გამონაყარიც.

Facebook კომენტარები