mobliurebi
mobliurebi

იხილეთ სამი უძილიერესი ინგრედიენტით მომზადებული სახის ნიღაბი ნაოჭების მოსაშორებლად!

ასაკის მატებასთან ერთად იმატებს ნაოჭების რაოდენობაც და არ არსბობს ქალი, რომელსაც ეს არ აწუხებს. ყველა ცდილობს სხვადასხვა ჩარევებით და პროცედურებით შეაჩეროს ეს მართლაც გარდაუვალი პროცესი.

დედაჩემმა ხალხური მედიცინის რეცეფტებში წლების წინ აღმოაჩინა რამდენიმე საოცრად ეფეტური ნიღბები. მათი გამოყენების შემდეგ საგეძნობლად შენელდა დაბერების და დანაოჭების პროცესში. დღეს 50 წელს გადაცილებულია და კანი აქვს 30 წლის გოგოსავით.

ჩემში ისეთ აღფრთოვანებას იწვევდა ამ ნიღბების შედეგი, უკვე მეც დავიწყე მათი სისტემატური გამოყენება და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მართლაც გადაჭარბების გარეშე საოცრებას ახდენსკანზე. ფერმენტულ ლაქებსაც კი აქრობს.

როგორ მოვიშოროთ ნაოჭები ავოკადოს დახმარებით?

ავოკადო მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, D და E ვიტამინებით, რომლებიც კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას, სიგლუვეს, სიმკვრივეს.

ავოკადოს გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კანისთვის. იგი ეფექტურად გამოიყენება მუწუკების საწინააღმდეგოდ, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობასა და სიმკვრივეს.

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. აიღეთ მწიფე ავოკადო, გაჭერით შუაზე და ნაყოფის რბილობი სუფრის კოვზით ამოიღეთ და ჩანგლის საშუალებით დაჭყლიტეთ.
  2. მიღებული მასა დაიტანეთ სახის კანზე და თანაბრად გაანაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთის და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. თუ გსურთ დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე სახე სველი პირსახოცით გაიწმინდეთ და დაიტანეთ ნუშის ზეთის თხელი ფენა.
  4. ნიღბები გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.

როგორ მოვიშოროთ ნაოჭები თაფლის, ლიმონისა და ტკბილი ნუშის წყალობით?

  • თაფლი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით და აღმდგენი თვისებებით, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს.
  • რაც შეეხება ლიმონს, ეს ხილი მდიდარია ვიტამინებით.
  • ნუშის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს და  ანტიოქსიდანტების ბუნებრივი წყაროა.

იხილეთ სამი უძილიერესი ინგრედიენტის კომბინაციის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი
  • ნუშის ზეთი 5-6 წვეთი

მომზადებისა დ გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და დაიტოვეთ 15 წუთი. შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ და თქვენი კანი ახალგაზრდობითა და სილამაზით იბრწყინებს.
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება