დანაოჭებული სახის კანის გასწორება უმოკლეს დროში ყველაზე ეფექტური მეთოდებით!

დანაოჭებული კანი ძალიან არასასიამოვნო და ვიზუალურად არაესთეტიურია. სახის კუნთების გამუდმებით მოძრაობა (თუ მუშაობთ  ოპერატორის პოზიციაზე ან სხვ.) იწვევს კუნთის დაჭიმვას, რის შედეგაც წარმოქნება ნაოჭები.

ყველა სახე სხვადასხვანაირად ბერდება. გამოხატული ცხვირის და ტუჩების გარშემო ნაოჭები უჩნდებათ სრული და მრგვალი სახის მქონე ადამიანებს. ეს ნაკეცები თავისთავად კი არ ჩნდებიან, არამედ ჩნდებიან სახის ქსოვილების მოშვების შედეგად.

როგორ მოვიშოროთ  ტუჩების გარშემო ნაოჭები?

1. აიღეთ სუფთა ერთ ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი და 1/3-ით აავსეთ წყლით. თუ ბოთლი თქვენთვის მძიმე აღმოჩნდა, შეგიძლიათ ცოტათი მოაკლოთ წყალი. დადგით ბოთლი მაგიდაზე, ტუჩებით აიღეთ ბოთლის ყელი და აწიეთ (არა კბილებით!).

გეჭიროთ ბოთლი ცოტათი აწეული მაგიდიდან 20 წამი, შემდეგ დადგით. გაიმეორეთ მანამ, სანამ ტუჩები არ დაგეღლებათ. მოხერხებულობისთვის შეგიძლიათ ბოთლის ყელს მოახვიოთ მარლა.

2. კიტრის ნიღაბი

აიღეთ კიტრი და გახეხეთ წვრილ სახეზე. მიღებულ მასას დაამატეთ ნახევარი ჩ. კ. თაფლი, 1 ჩ. კ. არაჟანი და კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ ნაოჭებით დატვირტულ ადგილებზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

3. ბანანის ნიღაბი

აიღეთ ნახევარი ბანანი, აურიეთ 1 ს. კ. არაჟანი და 1 ს. კ თაფლი. მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და 15 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

4. ბარდის ნიღაბი

აიღეთ 2 ს. კ. ბარდა, დაამატეთ 1 ს. კ. კეფირი, კარგად აურიეთ და შემდეგ დაიტანეთ სახის კანზე. ნიღაბი 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

5. მჟავე კომბოსტო

ნიღაბს მომზადება არ სჭირდება. უბრალოდ აიღეთ მჟავე კომბოსტო, დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე და 10 წუთი გაიჩერეთ.

6. თაფლი და ალოე

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩ. კ. თაფლი და იმავე რაოდენობის ალოეს წვენი. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ სახის კანზე. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

იზრუნეთ საკუთარი თავის სილამაზეზე და შეინარჩუნე ახალგაზრდობა წლების მატების მიუხედავად!

Facebook კომენტარები