mobliurebi
mobliurebi

ღვიძლის გასუფთავება მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ მყისიერად მოხდეს ღვიძლის სრული წმენდა.

ორგანიზმს დიდი დატვირთვა ადგება საკვების მონელების პროცესში, განსაკუთრებით - თუ ადამიანი არაჯანსაღი საკვებით იკვებება და სწრაფი კვების ობიექტებზე უყვარს დანაყრება.

ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც ასეთ დროს ყველაზე მეტად „იტანჯება“. ამიტომაც პერიოდულად სასარგებლოა დეტოქსიკაცია. ორგანიზმის გაწმენდა ეხმარება ღვიძლის ეფექტურ ფუნქციობას.

თუ ღვიძლი არასათანადოდ ფუნქციობს, ეს ნეგატიურად აისახება სხვა ორგანოთა მუშაობაზე და დროთა განმავლობაში სხვადასხვა დარღვევასა და დაავადებას აძლევს დასაბამს.

გთავაზობთ სასმელებს, რომლებიც წმენდს ღვიძლს და შლის ცხიმებს, გამოაქვს წიდები ორგანიზმიდან.

ვარდკაჭკაჭას ფესვის ნაყენი

იმ მრავალ დადებით თვისებათა შორის, რომელიც ამ მცენარის ფესვებს მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა, ბუნებრივი გზით ხელი შეუშალოს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას.

ნაყენი უმარტივესი მოსამზადებელია:

  1. აიღეთ ვარდკაჭკაჭას ფესვების 1 ჩ. კ. დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი. გააჩერეთ ცოტა ხნით, გადაწურეთ და თაფლით დაატკბეთ.
  2. სამკურნალო ნაყენი მიიღეთ დღეში 2-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-10 დღე.

კურკუმა

კურკუმა უძლიერესი ანტიოქსიდანტი და საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა, რომელიც ბუნებრივი გზით ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, წმენდს სისხლს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

აუცილებლად დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ეს უძლიერესი სანელებელი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

პიტნის ნაყენი

პიტნის ფოთლების ჩაი ხელს უწყობს ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. პიტნა უძლიერესი გამწმენდი საშუალებაა, ხელს უშლის გაზების წარმოქმნას, ადუნებს კუნთებს და ებრძვის სპაზმებით გამოწვეულ კუჭის უსიამოვნო შეგრძნებებს.

  1. ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ პიტნის ფოთლების 1 ჩ. კ. დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი.
  2. გააჩერეთ ცოტა ხნით, გადაწურეთ და თაფლით დაატკბეთ.
  3. მიიღეთ 1-2 ჩ. ჭ. კვირაში 3-4-ჯერ.

ბაყაყურას თესლის ნაყენი

ბაყაყურას თესლი სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც გვიცავს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, უზრუნველყოფს ნაღვლის წვენის გამოყოფას, მათ აქვთ დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის უნარი, როგორც ღვიძლში, ასევე მთელ სხეულში.

  1. ნაყენის მოსამზადებლად დაფქვით 1 ს. კ. ბაყაყურას თესლი და დაუყონებლივ დაასხით ცხელი წყალი. გააჩერეთ 10-15 წუთი. დაატკბეთ თაფლით.
  2. შედეგად კი მიიღებთ ეფექტურ საშუალებას, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას და აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას.
  3. უძლიერესი სამკურნალო საშუალება მიიღეთ 2 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ 1 ჩაის ჭიქის ოდენობით.
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება