როგორ მოვამზადოთ ჟელატინიანი ნარევი სახსრებისა და მყესებისთვის, რომ სწრაფი ეფექტი ჰქონდეს?!  

ხალხური მედიცინაში  შემოგვრჩა ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეფტები. ეს მეთოდები დაგეხმარებათ სახსრებისა და მყესების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

მყესები და სახსრები სხეულის ძირითადი ნაწილებია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ისინი იფიტება, რაც იწვევს ძლიერ  ტკივილს.

სახსრების დაზიანების ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  • ართრიტი – სახსრის ანთება, რომელიც იწვევს ტკივილს, შებოჭილობას, შეშუპებას;
  • ბურსიტი – სახსრის ბალიშის, სითხით სავსე ჩანთის ანთება;
  • ამოვარდნილობა (დისლოკაცია) – ტრავმის გამო ძვლის თავის ჩვეულებრივი პოზიციიდან ამოვარდნა.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ამ პრობლემის მოსაგვარებლად:

1. ჟელატინი

ჟელატინი შეიცავს უამრავ მკვებავ ნივთიერებას, რომელთაც აქვთ აღდგენის ეფექტი. ამასთანავე ის აუმჯობესებს კანის, თმებისა და ფრჩხილების მდგომარეობას.

როგორ მოვამზადოთ ჟელატინიანი საშუალება

საჭირო იგრედიენტები:

  • თაფლი 2 ს. კ.
  • ბანანი 1 ცალი
  • ფორთოხლის წვენი (1 ცალი)
  • ჟელატინი 1 ჩ. კ.
  • თბილი წყალი 150 მლ.

ჩაალბეთ ჟელატინი წყალში, დაამატეთ ყველა იგრედიენტი და დააბლენდერეთ. მომზადებული საშუალება გამოიყენეთ დღეში ერთხელ. მისი გამოყენება ეფექტური იქნება თუ მოიხმართ კვირაში 3-4-ჯერ.

2. შვრიის ქერქის საშუალება

შვრიის ქერქი ეფექტური საშუალებაა მყესებისა და სახსრების სამკურნალოდ. ის შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, მაგნიუმს, სილიციუმს, რომლებიც ფლობს რეგენერაციის უნარს. უმჯობესია, შემოთავაზებული საშუალება მიირთვათ საუზმესთან ერთად, სანამ არ გექნებათ შედეგი.

საჭირო იგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
  • ცეილონის დარიჩინის ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • ფორთოხლის წვენი 100 მლ
  • დაჭრილი ნუში ან სეზამის თესლი 40 გრ
  • თაფლი 2 ს. კ.
  • წყალი 200 მლ.

მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ.

3. ჭინჭრის ჩაი ლიმონით

ჭინჭარი ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო უებარი ბუნებრივი პროდუქტია. მას აქვს უნარი შეგიმსუბუქოთ სახსრებისა და მყესების ტკივილი. ლიმონის წვენისა და ჭინჭრის კომბინაციას დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისათვის.

საჭირო იგრედიენტები:

  • ჭინჭრის ფხვნილი 1 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 3 ს. კ.
  • წყალი 1 ლ

თერმოსში ჩაყარეთ ჭინჭარი, დაასხით წყალი, დააყოვნეთ 20-30 წუთი, გაფილტრეთ, გააციეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, ცოტა თაფლი. ჩაასხით მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.

მიიღეთ 100 მლ ჭამის დროს დღეში 2-ჯერ, მაგრამ ყოველ დღე არ დალიოთ, უმჯობესია, მიიღოთ კვირაში 3-4-ჯერ.

Facebook კომენტარები