გამოიყენეთ ხალხური საშუალებები მეტეორიზმის წინააღმდეგ! გთავაზობთ 10 მეთოდს!

meteorizmis bunebrivi wamali

გამოიყენეთ ხალხური საშუალებები მეტეორიზმის წინააღმდეგ! გთავაზობთ 10 მეთოდს!

მუცლის შებერვა, აირების დაგროვება ერთი შეხედვით არასერიოზული თემაა, მაგრამ არცთუ იშვიათად სერიოზული პრობლემების მიზეზად იქცევა. რა იწვევს აირთა ჭარბ დაგროვებას, რას გრძნობს ამ დროს ადამიანი და როგორ ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას?

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების ჭარბი დაგროვება, რაც მათი დიდი ოდენობით წარმოქმნის ან გამოყოფის დარღვევის შედეგია, შინაგან ორგანოთა დაავადებების ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომი გახლავთ.

პაციენტები, რომელთაც საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვთ დაავადებული, ხშირად უჩივიან მეტეორიზმს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეპიზოდური მეტეორიზმი ჯანმრთელ პირებსაც ხშირად აღენიშნებათ.

აირების დაგროვება მართლაც პრობლემური საკითხია, ვინაიდან ის საგრძნობლად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს და საკმაო უხერხულობას უქმნის.

  1. პარკოსნები იწვევს მეტეორიზმს, თუ თქვენ ეს პროდუქტები ძალიან გიყვართ და ვერ თმობთ. გირჩევთ, მომზადებამდე ჩაალბეთ წყალში, დაამატებთ 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი, აადუღეთ, გამორთეთ და გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ კი ჩვეულებრივ მოამზადეთ კერძი.
  2. მეტეორიზმისგან ასევე გაგათავისუფლებთ სასმელი, რომლის იგრედიენტებია: 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი, 2 ჩ.კ. თაფლი და 1 ჭიქა თბილი წყალი.
  3. საუზმემდე შეჭამეთ 2-3 ცალი მდოგვის თესლი და მიაყოლეთ 1 ჭიქა თბილი წყალი, გაზარდეთ რაოდენობა 12-მდე (ყოველ დღე დაამატეთ თითო მარცვალი) და შემდეგ დაიწყეთ თითო მარცვლით კლება.
  4. მეტეორიზმით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად მუცელზე მცირე ხნით დაიდეთ სათბურა.
  5. ტკივილს შეგიმსუბიქებთ კომპრესიც, რომელიც მოამზადეთ შემდეგნაირად: ცხელი წყალს დაამატეთ კონიაკი ან კალენდულას წვეთები და მწიკვი ზღვის მარილი. კომპრესი დაიდეთ მუცელზე 30-40 წუთი.

ჩაი ნაწლავებში დაგროვილი აირების დასამშვიდებლად:

  1. მოამზდეთ ჩაი ილით და დაუმატეთ  გვირილა, დარიჩინი, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას, ამცირებენ ბაქტერიების რაოდენობას, რომლებიც იწვევენ გახრწნას და აირების წარმოქმნის ზრდას.
  2. რეკომენდებულია ჭამის შემდეგ მიიღოთ 1 ფინჯანი ჩაი, რომელიც მომზადებულია 1 ლ. წყლითა და 1 ჩ.კ. კამის თესლით.
  3. უსისმოვნო შეგრძნებისგან გაგათავისუფლებთ შემდეგი ნარევი: 1 ფინჯან ადუღებულ წყალს დაამატეთ 1 ჩ.კ. ორეგანო და ლიმონის ბალზამი, მოურიეთ და დააყოვნეთ 6-10 წუთის განმავლობაში. მომზადებული სასმელი მიიღეთ ჭამის შემდეგ.
  4. ნახევარ ლიტრ წყალს დაამატეთ ნიახურის რამდენიმე ღერო და ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია მიიღოთ ჭამის წინ 100 მგ.
  5. ნახევარ ლიტრ წყალს დაამატეთ 1 ჩ.კ. ბეგქონდარა და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ.კ. თაფლი. რეკომენდებულია დღეში მიიღოთ 1 ჭიქა.
Facebook კომენტარები