მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბალახი, რომელიც ებრძვის დემენციას და აძლიერებს მეხსიერებას 75%-ით!

თქვენ აუცილებლად მოგინდებათ ისარგებლოთ მისი თვისებებით!

როზმარინი პოპულარული ბალახია, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კერძების გასაფორმებლად და ცნობილია თავისი უნიკალური, სასიამოვნო სურნელით.

თუმცა, მეცნიერები ადასტურებენ, რომ ეს ბალახი შეიძლება ბევრად უფრო სასარგებლო იყოს, რადგან მას შეუძლია დაეხმაროს დემენციისა და ალცჰეიმერის განკურნებაში!

კვლევამ აჩვენა, რომ როზმარინს აქვს საოცრად ძლიერი ეფექტი მეხსიერების დაქვეითების და დაავადებებთან დაკავშირებული გონებრივი ჩამორჩენის დაწყების შემთხვევაში.

მარკ მოსმა და მისმა კვლევითმა ჯგუფმა შეისწავლეს როზმარინის ეთერზეთების არომატის გავლენა ტვინზე და გააკეთეს საოცარი აღმოჩენა!

lui.ge 1

არსებობს ძლიერი კავშირი ამ ბუნებრივი ბალახის სურნელსა და შემეცნებითი ფუნქციის გაუმჯობესებას შორის, უფრო კონკრეტულად კი მეხსიერების შენარჩუნებას შორის! იმ სუბიექტებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კვლევაში, გააუმჯობესეს თავიანთი ქულები მეხსიერების და ვიზუალიზაციის სხვადასხვა ამოცანებში როზმარინის სურნელით!

გარდა ამისა, კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ როზმარინი დადებით ეფექტს იძლევა ალცჰეიმერის დაავადებისა და დემენციის მქონე პაციენტების მკურნალობაში. აღმოჩენები შთამბეჭდავი იყო:

„ყველა პაციენტმა აჩვენა კოგნიტური ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ორივე ტესტზე თერაპიის შემდეგ. კერძოდ, ალცჰეიმერის დაავადებით დაავადებულმა პაციენტებმა აჩვენეს საერთო ქულის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“.

ამ კვლევების შედეგები იძლევა იმედს, რომ როზმარინი შეიძლება იყოს ძლიერი ბუნებრივი წამალი დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადებისთვის.

ასე რომ, თქვენი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად, უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქეთ როზმარინის სურნელი!

ეს მცენარე შრგიძლიათ გქონდეთ სახლში ქოთნით. ასე რომ, როდესაც ბუნება ასეთ საოცარ სამკურნალო მცენარეებს გვჩუქნის, ისინი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ!

Facebook კომენტარები