დაჭიმეთ სახის კანი ერთი ინგრედიენტით – სახის ბუნებრივი ნიღაბი შეუდარებელი ეფექტით!

selis nigabi

დაჭიმეთ სახის კანი ერთი ინგრედიენტით – სახის ბუნებრივი ნიღაბი შეუდარებელი ეფექტით!

გაგიჩნდათ ახალი ნაოჭები და დაღლილობის ნიშნები სახეზე? ამ სტატიაში გთავაზობთ გამორჩეულ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბს, რომელიც დაჭიმავს თქვენს კანს.

ამ შესანიშნავი სახის ნიღბისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი აქტიური ინგრედიენტი. შედეგებს სწრაფად იღებთ, ასევე დაზოგავს თქვენს ფულს და, რა თქმა უნდა, თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს კრემებმა და სხვა სამკურნალო საშუალებებმა.

დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჭიქა სელის თესლი
  • წყალი

მომზადება:

ამ ნიღბის მომზადება ძალიან მარტივია.

თავდაპირველად დაასხით 1 ჭიქა წყალი (200 მლ) პატარა ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ სელის თესლი და ურიეთ სანამ წყალი ადუღებას არ დაიწყებს. როცა წყალი ადუღდება, რამდენიმე წუთის შემდეგ გადააფარეთ მარლა ან სხვა ბამბის ქსოვილი. გააჩერეთ მთელი დღე ან მთელი ღამე, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოამზადეთ. შემდეგ გადაწურეთ სითხე.

selis nigabi

გამოსაყენებლად დაასველეთ ბამბის დისკი სითხეში და გამოიყენეთ ნაზი მოძრაობებით წინასწარ დაბანილ სახეზე. 5-6 წუთის შემდეგ, როცა სახეზე სითხე შეგაშრებათ, კვლავ გამოიყენეთ. გაიმეორეთ ჯამში 4-5 ჯერ.

2 კვირის შემდეგ შედეგს აუცილებლად ნახავთ!

სელის თესლი მდიდარია E ვიტამინით, კალიუმით, მაგნიუმით, ამინომჟავებით, ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, რაც მას შესანიშნავ კოსმეტიკურ პროდუქტად აქცევს ყველა ტიპის კანისთვის. სელის თესლი ასევე არის ლიგნანების ძალიან მდიდარი წყარო, ფიტოესტროგენების სახეობა, ელემენტები, რომლებიც ააქტიურებენ რეგენერაციულ პროცედურებს და ხდის კანს გლუვს და მრავალმხრივს.

Facebook კომენტარები