შესანიშნავი ლიფტინგი სახისა და კისრისთვის! მოამზადეთ ბიუჯეტური სასუალება სელის თესლისგან!

მხოლოდ 12 პროცედურაა და საკუთარ თავს ვერ იცნობთ!… თქვენი გარეგნობა ისეთი საგრძნობლად შეიცვლება!

ჩემი ოჯახის წევრი ქალები დიდი ხანია განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სელის თესლს, და არა უშედეგოდ… მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, ამ თვისებებზე ბევრი სტატია დაიწერა, როგორც ინტერნეტში, ასევე სხვადასხვა ჟურნალში, მაგრამ ხშირად ადამიანების უმეტესობას უყვარს ფულის დახარჯვა ძვირადღირებული კოსმეტიკურ პროდუქტებში, რადგან არ ენდობიან ბუნებრივ საშუალებებს… სინამდვილეში კი, ეს ბუნებრივი საშუალებებია ყველა პროდუქტის ბაზა!

მიუხედავად იმისა რომ ძვირადღირებული თავის მოვლის საშუალებების ბაზა ბუნებრივი ინგრედიენტებია, მათ უნატებენ მავნე ნივთიერებებსაც, რათა დიდხანს შეინარჩუნოს პროდუქტმა ვარგისიანობა, ეს კი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს კანზე და არ იძლევა სასურველ შედეგს!

მოდით, გავიგოთ, სელის თესლის მეშვეობით, როგორ შევძლოთ საკუთარ სილამაზეზე ზრუნვა, სახლის პირობებში!

Untitled design 10 3

დილით მოამზადეთ სახის ლიფტინგი, რომელსაც გამოიყენებთ ყოველ საღამოს.

მხოლოდ 12 პროცედურაა და საკუთარ თავს ვერ იცნობთ!… თქვენი გარეგნობა ისეთი შესაშური იქნება!

  1. 1 ჩაის კოვზ სელის თესლს დაასხით 1/3 ჭიქა მდუღარე წყალი,
  2. შეანჯღრიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში,
  3. შემდეგ გადააფარეთ ქაღალდის ხელსახოცი და გააჩერეთ საღამომდე.
  4. გამოყენებამდე შეგიძლიათ გადაწუროთ საწურის ან მარლის დახმარებით და გასუფთავებულ სახესა და კისერზე წაისვით პირველი თხელი ფენა სელის თესლის ნახარში ბამბის ტამპონის დახმარებით.
  5. როცა გაშრება, დაიმატეთ კიდევ ერტი ფენა ნახარში. გაიმეორეთ ეს 5-ჯერ.
  6. პროცედურის დროს ეცადეთ არ გაიცინოთ და არ ისაუბროთ, უბრალოდ წამოწექით მშვიდად, მოდუნდით და ისიამოვნეთ.
  7. როდესაც ხუთივე ფენა კარგად გაშრება, ჩამოიბანეტ სახე თბილი გადმოდუღებული წყლით.
  8. მას შემდეგ, რაც სახეს ჩამოიბანთ, წაისვით კანზე ღამის დამატენიანებელი კრემი.

მოაწყეთ სახის და კისრის სრული ლიფტინგის კურსი სახლის პირობებში 12-15 პროცედურისგან და მიიღე სიამოვნება ამ ყვეაფრისგან!

დაზოგავთ ფულს, ენერგიას და მიიღებთ საუკეთესო შედეგს!

Facebook კომენტარები