mobliurebi
mobliurebi

მოიცილეთ ლაქები და ჰიპერპიგმენტაცია, რომელიც გამოწვეულია მზის სხივების ზემოქმედებით!

ჰიპერპიგმენტაცია არის კანის ფერის დარღვევა, რომელიც ხასიათდება მუქი უბნებით კანზე და გამოწვეულია მელანინის, კანის მუქი პიგმენტის მატებით.

მზის სხივების ზემოქმედებამ, ორსულობამ, ზოგიერთმა დაავადებამ, ასაკმა ან დაზიანებამ შეიძლება დაარღვიოს მელანინის დონე და შექმნას უსიამოვნო ყავისფერი ლაქები.

ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები და მზის ლაქები გამოწვეულია მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებით, რომლებიც საზიანოა და შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ან მუდმივი ფერის ცვალებადობა. ხშირად ეს ლაქები ჩნდება სახეზე, დეკოლტეზე და ხელებზე, თუმცა ისინი შეიძლება გამოჩნდეს ნებისმიერ ადგილას სადაც მზის სხივები ხვდება.

ჰიპერპიგმენტაციის ბუნებრივი მკურნალობის რეცეპტი:

Untitled design 9 2

ეს არის საკმაოდ მარტივი საშუალება, რომელიც ეფუძნება აიურვედას, უძველესი ინდური სამკურნალო მეცნიერების პრინციპებს.

ლიმონი გაალამაზებს თქვენს კანს და გამოიწვევს კანის აქერცვლას. კურკუმა არის ეფექტური კანის გამაღიავებელი საშუალება და ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

1. გამოიყენეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი.
2. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ურიეთ კარგად.
3. წაისვით ნარევი დაზიანებულ ადგილებზე და დაელოდეთ 15 წუთს, სანამ არ გაშრება.
4. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ, გააგრძელეთ ეს მკურნალობა დღეში ერთხელ ან ორჯერ.

Მნიშვნელოვანია! :

  1. თუ თქვენი კანი ძალიან მგრძნობიარეა. შეცვალეთ ლიმონის წვენი რძით, ან გააზავეთ წვენი ცოტაოდენი წყლით.
  2. მკურნალობის შემდეგ დაუყოვნებლივ არ უნდა მიაცხუნოთ მზის სხივები სახის კანს.
  3. ასევე, აუცილებლად გამოიყენებთ მზისგან დამცავი SPF საშუალებები, რომლის განახლებაც საჭიროა 3-4 საათში ერთხელ.
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება