mobliurebi
mobliurebi

ეს მარტივი საშინაო საშუალება მკურნალობს დამსკდარ ქუსლებს რამდენიმე დღეში!

ფეხის ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის დამსკდარი, ანუ დაბზარული ქუსლები.

მშრალ, გასქელებულ კანთან ერთად, ამ პრობლემას შეიძლება თან ახლდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანის აქერცვლა, ქავილი, სიწითლე და ანთება.

საბედნიეროდ, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ღრმა ბზარები, რომლებიც იწვევენ ტკივილს და სისხლდენას, სათანადო სიფრთხილის ზომების დროული მიღებით.

Untitled design 15

დაბზარული ქუსლები შეიძლება იყოს:

  • ტენიანობის ნაკლებობის,
  • მშრალი ჰაერის,
  • არასწორი კვების,
  • ფეხის არასათანადო მოვლის,
  • არასწორი ფეხსაცმლის,
  • მყარ იატაკზე ხანგრძლივი დგომის,
  • აგრეთვე კანის დაავადებების შედეგი, როგორიცაა ეგზემა, ფსორიაზი და ქალუსი,
  • ან დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.

ეს სტატია შემოგთავაზებთ მარტივ საშინაო საშუალებას, რომელიც სასარგებლო იქნება და დაგეხმარება გაბზარული ქუსლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 10 ტაბლეტი ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა) ან ანდოლი (აცეტამინოფენი)
  • დაფხვენით წვრილად და დაასხით 250 მლ 70%-იანი სპირტი.
  • შეინახეთ ერთი-ორი დღე მინის ჭურჭელში.
  • ამის შემდეგ, ყოველ საღამოს, გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ნაზავი და შემდეგ დაასველეთ მასში ბამბის ბურთი ან მარლის საფენი.
  • ნაზავსი დასველებული ბამბა დაიდეთ ქუსლზე, ​​შემოახვიეთ პოლიეთილენის პარკი და ჩაიცვათ წინდა.
  • დატოვე ღამით.
  • დილით ჩამოიბანეთ ფეხები წყლით და კარგად შეიმშრალეთ პირსახოცით.
  • შემდეგ წაისვით გლიცერინი ან ცხიმიანი კრემი.

ქუსლებზე ბზარები სულ რაღაც ათ პროცედურაში გაქრება. ეს სასწაულმოქმედი საშუალება ასევე ძალიან ეფექტურია ვარიკოზული ვენების დროს, მისი გამოყენების შემდეგ ტკივილი მცირდება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება