საუკეთესო მცენარეული საშუალებები თირკმლიდან ქვების გამოსადევნად!

თირკმლის ქვები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ადამიანები აწყდებიან. რა არის მათი წარმოქმნის მიზეზი? როდესაც თირკმელები ვერ ამუშავებენ ტოქსინებს სწორად, ისინი იწვევენ მინერალების კრისტალიზაციას, რაც იწვევს ქვების წარმოქმნას.

სიმპტომები: მცირე ზომის კენჭები შესაძლებელია გამოიდევნოს შარდთან ერთად ტკივილის გარეშე და შესაძლებელია ეს შეუმჩნევლადაც მოხდეს. თუმცა, საკმაოდ ხშირია როდესაც ეს კენჭი საშარდე გზის ნაწილს კეტავს, როგორიცაა:

  • შარდსაწვეთი (Ureter) – მილი, რომლეიც აერთებს თირკმელს შარდის ბუშტთან
  • შარდსადენი (Urethra) – მილი, რომლიტაც შარდი გამოდის შარდის ბუშტიდან გარეთ

ასეთმა შემთხვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე ტკივილი მუცის ღრუში, ან საზარდულში და ზოგჯერ იწვევს საშარდე გზების ინფექციას.

რამდენად ხშირია თირკმლის კენჭები?

თირკმლის კენჭები საკმაოდ ხშირია და ხშირად 30-60 წლის ადამიანებს აწუხებს. ეს პათოლოგია უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ. დადგენილია, რომ თირკმლის კოლიკა კაცების 10-20% და ქალების 3-5% უვითარდება.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი ბუნებრივი საშუალება არსებობს და აქ არის საუკეთესო მცენარეული საშუალებები თირკმელებდან ქვების მოსაშორებლად.

  1. ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და ვაშლის ძმარი
    ეს კომბინაცია ითვლება ამ პრობლემის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად. შეურიეთ 60 მლ ზეითუნის ზეთი და 60 მლ ლიმონის წვენი. ამ საშუალების დალევის შემდეგ, თქვენ უნდა დალიოთ 350 მლ წყალი. ნახევარი საათის შემდეგ ნახევარი ლიმონის წვენი უნდა გამოწუროთ 350 მლ წყალში და დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. მას შემდეგ რაც კარგად აურევთ, უნდა დალიოთ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საშუალება ყოველ საათში, სანამ არ იგრძნობთ, რომ ტკივილი აღარ გაწუხებთ.
  2. ბროწეულის წვენი
    ამ პრობლემის კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ბროწეულის წვენი და მარცვლები. მიირთვიტ რაც შეიძლება მეტი ბროწეული წვენის ან ცოცხალი სახით.
  3. ნიახური
    კიდევ ერთი ბოსტნეული, რომელიც დაგეხმარებათ მთელი საშარდე გზების გაწმენდაში, არის ნიახური. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სალათების ან კერძების დანამატად, ასევე უბრალოდ ჩაის სახით.
  4. რეჰანი
    დადებითად მოქმედებს თირკმელების ჯანმრთელობაზე. თუ თირკმლის ქვები გაქვთ, დალიეთ ერთი ჩაის კოვზი რეჰანის წვენი და თაფლი.
Facebook კომენტარები