ეს მნიშვნელოვანია! 10 სიმპტომი, რომელიც მიუთითებს ორგანიზმში პარაზიტების არსებობაზე!
იცოდით, რომ მოსახლეობის 90%-ზე მეტი პარაზიტებით არის დაავადებული?
ჭიებით მოწამვლის სიმპტომები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს - საჭმლის მონელების დარღვევიდან ალერგიულ რეაქციებამდე. მთავარია, დროულად ამოიცნოთ სიმპტომები და მიმართოთ ექიმს.
1. ყაბზობა
ყაბზობა შეიძლება ირიბად მიუთითებდეს ორგანიზმში პარაზიტების არსებობაზე. ჭიების ტოქსიკურმა ზემოქმედებამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე შეიძლება გამოიწვიოს გაუმართაობა მის მუშაობაში. გარდა ამისა, თავად პარაზიტების ზომამ და ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.
2. დიარეა
თუ ხშირი ფხვიერი განავალი არ არის დაკავშირებული კვების რაციონის შეცვლასთან, მაშინ დროა შეემოწმოთ ჭიებზე. დიარეა გამოწვეულია ჭიების ნარჩენი პროდუქტებით.
3. მეტეორიზმი
შეკრულობისა და ფაღარათის გარდა, პარაზიტებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავებში გაზების დაგროვებაც, რაც იწვევს შეშუპებას და მეტეორიზმს.
4. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
გაღიზიანებული ნაწლავი ჭიებზე ტესტირების მიზეზია. პარაზიტები აღიზიანებენ ნაწლავის ლორწოვან გარსს, რაც იწვევს ანთებას. ეს პროცესი ასევე საშიშია, რადგან ნაწლავების გაღიზიანებისას საკვები ნივთიერებები, ვიტამინები და მინერალები ცუდად შეიწოვება.
5. ტკივილი კუნთებსა და სახსრებში
სისხლის ნაკადით ჭიები შეიძლება შევიდნენ სახსრებსა და კუნთებში, რაც მათში ტკივილს იწვევს. ამ ტკივილს ხშირად შეცდომით ართრიტად იგებენ. მაგრამ სახსრების ტკივილი უფრო ხშირად მიუთითებს პარაზიტებზე.
6. ალერგია
ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები პარაზიტები ათავისუფლებენ ბევრ ტოქსიკურ ნივთიერებას, რომლებზეც იმუნური სისტემა რეაგირებს. დიდი რაოდენობით ეოზინოფილების და იმუნოგლობულინების გააქტიურება იწვევს ალერგიული ხასიათის ანთებითი რეაქციის განვითარებას.
7. ანემია
ანემია შესაძლოა გამოწვეული იყოს ჭიებით. ზოგიერთი სახის პარაზიტი ფაქტიურად წვრილი ნაწლავის კედლებს ეწებება და ბევრ საკვებ ნივთიერებას შთანთქავს, რომელიც ორგანიზმში საკვებით შედის. ეს ასევე ეხება რკინას.
8. გაღიზიანება და მოუსვენრობა
ბავშვის გაღიზიანება და ცრემლდენა ჰელმინთური შეჭრის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ეს იმიტომ ხდება, რომ პარაზიტების მიერ გამოთავისუფლებული ტოქსიკური ნივთიერებები გავლენას ახდენს ნერვულ ქსოვილზე.
9. ძილის პრობლემები
ხშირი გაღვიძება შუაღამისას და ძილის სხვა დარღვევები ხშირად აღინიშნება ჭიებით ინფიცირებისას.
10. კბილების ღრჭენა (კრაჭუნი)
ღამით კბილების ღრჭენა არის ნიშანი, რომელიც, სავარაუდოდ, მიუთითებს სხეულში ჭიების არსებობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბავშვს. მშობლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და მიმართოთ ექიმს!